სახლში მომზადებული პომიდვრის წვენი

1225

უალკოჰოლო სასმელებს შორის ეს წვენი ჩემთვის 1 ადგილს იკავებს. ამბობენ, რომ უმარილოდ ის ბევრად სასარგებლოა. მეც ასე ვაკეთებ, მაგრამ ვუმატებ შავ წიწაკა და ქინძის კაკლებს.

მარილით თუ მარილის გარეშე, სახლშ მომზადებული წვენი ნაყიდს ყოველთვის ჯობია. ამ წვენით შეგიძლიათ სოუსები მოამზადოთ.

მისი მომზადება ამ რეცეპტის მიხედვით უმარტივესია.

ინგრედიენტები

  • 3კგ პომიდორი
  • 2 სუფრის კოვზი მარილი (სურვილისამებრ)
  • მიხაკი
  • ელექტრო ხორცსაკეპი (წვენის თავით)

მომზადება

1.აარჩიეთ ბოსტნეული. 3კგ გამოდის 2,5ლ წვენი.

2.პომიდორი გაასუფთავეთ, დაჭერით და გაატარეთ საკეპში.

3.გამოგივათ პომიდვრის მასა, მაგრამ არა წვენი.

4.მიღებული მასა მოათავსეთ ქვაბში და დადგით ცეცხლზე.

5.აადუღთ მასა და ცეცხლზე დატოვეთ 10 წუთი.

6.აუცილებლად გამოწურეთ.

7.ისევ მოათავსეთ ცეცხლზე, დაუმატეთ მარილი (სურვილისამებრ), მიხაკი არომატისთვის და გააგრძელეთ ხარშვა. ზედმეტი ქაფი მოაშორეთ. ეს პროცედურა დაახლოებით 15-20 წუთს წაგართმევს.

8.როცა ზემოდან მოშორდება ქაფი, მაშინ იქნება მზად.

9.უმალვე დააფარეთ თავზე და გადმოაბრუნეთ, დაელოდეთ გაგრილებას.

10.ნატურალური წვენი მზად არის!

გემრიელად მიირთვით!