სხვადასხვა ქვეყნის კერძები, რომელთაც ბევრი საერთო აქვთ

971

სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოებს შორის კავშირის მოძებნა სულაც არ არის რთული. ბლინებს, გუფთას და ჩვენთვის სხვა ნაცბობ კერძებსაც ყავთ ანალოგები. მოდით დღეს მთელს მსოფლიოში ვიმოგზაუროთ.

1.ინდური დოსა

ინდური ბლინები, რომელსაც აზიის ქვეყნებში ყველგან შეხვდებით.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 50გ
  • ბრინჯის ფქვილი 50გ
  • მანანის ბურღული 50გ
  • ხახვი 1/2 თავი
  • ნიორი 1 კბილი
  • ქინძი
  • ჯანჯაფილი
  • ჩილი 1 ცალი
  • მარილი 1 ჩაის კოვზი
  • შავი წიწაკა 1 ჩაის კოვზი
  • ძირა 1 ჩაის კოვზი
  • არაჟანი 1 სუფრის კოვზი
  • წყალი 200-300გ
  • ზეთი

ინგრედიენტები სოუსისთვის

  • ქინძი
  • გახეხილი ქოქოსი 2 სუფრის კოვზი
  • მარილი 1/4 ჩაის კოვზი
  • წყალი 50გ

მომზადება

1.ფქვილს დაუმატეთ მარილი, შავი წიწაკა და ძირა.

2.ხახვი, ნიორი, ჯანჯაფილი, წიწაკა ჩილი და ქინძი წვრილად დაჭერით, დაუმატეთ ფქვილის მასას.

3.მასას დაუმატეთ არაჟანი.

4.ჩაასხით წყალი, კარგად მოურიეთ და დაასვენეთ 15 წუთი.

5.ამასობაში დააბლენდერეთ ქინძი, ქოქოსი, წყალთან და მარილთან ერთად. სოუსი მზად არის.

6.გააცხელეთ ტაფა, წაუსვით ცხიმი და დაიწყეთ ბლინების ცხობა.

გემრიელად მიირთვით!

2.თურქული სარმა

რა შეიძლება იყოს არომატულ ფარშზე უკეთესი, რომელიც ვაზის  ფოთლებშია გადახვეული?

ინგრედიენტები

  • ვაზის ფოთოლი 250გ
  • ბრინჯი 400გ
  • ხახვი 2 ცალი
  • მშრალი პიტნა 1 სუფრის კოვზი
  • ფარში 300გ
  • პომიდვრის პასტა 1,5 სუფრის კოვზი
  • ოხრახუში
  • მცენარეული ზეთი 100მლ
  • მარილი, წიწაკა, ზეითუნის ზეთი, ლიმონი ბულიონისთვს

მომზადება

კარგად გარეცხეთ ბოსტნეული და მწვანილლი. მოხარშეთ ბრინჯი 5-7 წუთი და გამოწურეთ. ხახვი დაჭერით და მოთშეთ ზეთში. პომიდორს მოასხით ცხელი წყალი, მოაშორეთ ქერქი და გახეხეთ, დაუმატეთ ხახვს ტაფაზე სანელებლებთან და პომიდვრის პასტასთან ერთად.

დაჭერით მწვანილი. ფარშს დაუმატეთ ბრინჯი, მწვანილი, სანელებლები და ტაფაზე არსებული მასა. დაიწყეთ ვაზის ფოთოლში შეხვევა.

3.იტალიური კალცონე

დახურული ნამცხვარი თევზის, ხორცის ან სოკოს შიგტთავსით იტალიურ სამზარეულოში ძალიან დაფასებული კერძია. მის მოსამზადებლად გამოიყენება პიცის ცომი.

4.იაპონური ბაცოზი

ეს კერძი ძალიან გავს პელმენს. შიგტავსად იყენებენ ბოსტნეულს ან ხორცს. მე კიბორჩხალის ხორცის ბაცოზი დავაგემოვნე და საოცრად გემრიელია.

5.ვენესუელური ემპანადა

ინგრედიენტები

  • 2 შეკვრა ცომი ემპანადასთვის
  • 3 ქილა თინუსი
  • 3 მოხარშული კვერცხი
  • 1 ხახვი
  • 1 კბილი ნიორი
  • 2 ცალი წითელი პომიდორი
  • 1/2 წითელი წიწაკა
  • 1/2 მწვანე წიწაკა
  • 2 სუფრის კოვზი თეთრი ღვნო ან კონიაკი
  • ზეითუნის ზეთი
  • მარილი, წიწაკა და ორეგანო
  • სიმითის მარცვლები
  • კვერცხის გული

წვრილად დაჭერით ნიორი და შეწვით ზეთში. დაუმატეთ დაჭრილი წიწაკები.

გათალეთ პომიდორი და დაჭერით წვრილად. მოთუშეთ 15 წუთი, მოასხით ღვინო, მოურიეთ, დაუმატეთ თევზი, მარილი, წიწაკა და ორეგანო.ბოლოს დაუმატეთ დაჭრილიკვერცხ.

ცომში გადაახვიეთ მზა შიგთავსი, ზემოდან წაუსვით კვერცხი, გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30 წუთი.

6.მაროკონური ხარირა

ინგრედიენტები

  • ცხვრის ხორცი 500-700გ
  • წინასწარ დარბილებული მუხუდო 0,5 ჭიქა
  • ოსპი 0,5 ჭიქა
  • ხახვი
  • ნიორი
  • ჯანჯაფილი
  • ოხრახუში
  • პმიდორი 3-4 ცალი
  • პომიდვრის პასტა 2 სუფრი სკოვზი
  • მცენარეული ზეთი
  • ძირა 1 სუფრის კოვზი
  • კურკუმა 2 ჩაის კოვზი
  • პაპრიკა 1 სუფრის კოვზი
  • მარილი 2-3 ჩაის კოვზი
  • ნიახური
  • ქინძი
  • ფქვილი 2-3 სუფრის კოვზი
  • წყალი 2,5-3ლ
  • კაკალი ქინძი

მომზადება

მუხუდოს მოასხით წყალი, მოხარშეთ 45 წუთი. დააქუცმაცეთ ხახვი, მოათავსეთ ზეთების მასაში ხორცთან ერთად. მიღებული დაუმატეთ მუხუდოს და მოხარშეთ 15-25 წუთი. იმავე ტაფაზე შეწვით ნიორი, ჯანჯაფილი, ჩილი და ნიახური. დააბლენდერეთ პომიდორი. შემწვარი მასა, ოსპი და სანელებლები მოათვსეთ ქვაბში. მოხარშე თ 10 წუთი, დაუმატეთ პომიდვრის პასტა, მწვანილი და წყალში გახსნილი ფქვილი. მოხარშეთ 5 წუთი.

გემრიელად მიირთვით!