საფუართან მუშაობის წესები

800

კარანტინის პერიოდში ძალიან გამიტაცა კულინარიამ, განსაკუთრებით ცხობამ.

დედაჩემმა მასწავლა საფუარის სწორად გამოყენების წესები, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

დღეს გასწავლით 5 საოცარ ხრიკს.

როგორ გამოვიყენოთ საფუარი

ტემპერატურა

ყველა დიასახლისმა იცის, რომ ცომი სითბოში უკეთ ფუვდება. ტემპერატურა უდიდეს როლს თამაშობს. თუ თქვენ გინდათ ცომის სწრაფად მომზადება ინგრედიენტების ტემპერატურა უნდა შეადგენდეს 32 გრადუსს. ეს ტემპერატურა იდეალურად უხდება ცომს.

შეგიძლიათ შუშის ჯამი გარეცხოთ ცხელი წყლით და შემდეგ მოზილოთ მასში ცომი. აუცილებლად აკონტროლეთ ტემპერატურა სამზარეულოს თერმომეტრით.

არანაერი ორპირი

რათა ცომი კარგად ამოვიდეს, ის უნდა მოათავსოთ თბილ და უნიავო ადგილას. ცომი მოათავსეთ ღუმელში, აანთეთ ნათურა და დაელოდეთ ამოფუებას.

ფუნთუშის ცომი

ფუნთუშის ცომი ძალიან სათუთი ინგრედიენტია, მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ კარაქი. მაგრამ მისი დამატება სხვადასხვა დროს არის შესაძლებელი. უმჯობესია ეს მოქმედება განახორციელოთ მაშინ, როცა ცომი გახდება წებოვანი.

რაზე არის დამოკიდებული მომზადების სისწრაფე

რაც უფრო მეტ საფუარს გამოიყენებთ, მით უფრო სწრაფად ამოვა ცომი.

მაგალითად, თუ იყენებთ ცოტა საფუარს, მაგრამ ამოსვლის ცივ მეთოდს, მაშინ ცომი გამოდის მეტად გემრიელი.

მშრალი საფუარის შენახვა

შეფუთვის გახსნის შემდეგ სწრაფადვე უნდა გამოიყენოთ საფუარი. უმჯობესია საფუარი გადაყაროთ ჰერმეტიულად დახურულ ჭურჭელში. შეგიძლიათ შიენახოთ მაცვარში.

ეს მარტივი რჩევბი აუცილებლად გამოგადგებათ!