მარხვის პერიოდში ეს კერძი დიდი პოპულარულობით სარგებლობს. ბოსტნეულის რაგუს მომზადება ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია. ის მარტივად და სწრაფად მზადდება და იდეალურად ანაყრებს.
ინგრედიენტები:
- 600 გ კომბოსტო
- 5 კარტოფილი
- 1 თავი ხახვი
- 1/2 კონა ქინძი
- 1 კბილი ნიორი
- 2 ს/კ ტომატი ან კეტჩუპი
- პილპილი, მარილი
მომზადების წესი:
- კომბოსტო დავკეპოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ 2 ჭიქა წყალი, დავუმატოთ 2 ს/კ ზეთი და ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე 45 წუთის განმავლობაში. კარტოფილი გავთალოთ და დავჭრათ მსხვილად. ხახვი დავჭრათ ნახევარრგოლებად. კარტოფილი და ხახვი შევწვათ ზეთში 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ დავუმატოთ ტომატი, მოვაყაროთ მარილი და გავაგრძელოთ შეწვა 3-4 წუთით.
- მოხარშულ კომბოსტოს დავუმატოთ კარტოფილი ხახვთან ერთად და ვშუშოთ 5 წუთის განმავლობაში.
- შემდეგ დავუმატოთ დაფნის ფოთოლი, დაჭრილი ნიორი, პილპილი, მარილი, 3 ს/კ ზეთი და კიდევ ვშუშოთ 10 -15 წუთის განმავლობაში.
- რაგუ გადავიტანოთ თეფშზე და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი.
გემრიელად მიირთვით! ჩაინიშნეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს.