საოცრად ნაზი “ნაპოლეონი” – რეცეპტი პირდაპირ ოდესიდან

1675

ეს დესერტი ყველას უყვარს – ჩემთვის კი შეუცვლელი ტკბილეულია. მისი მომზადების უამრავი ხერხი არსებობს. ჩვენი რედაციაკი რა თქმა უნდა საუკეთესოს შემოგთავაზებთ.

მომზადების ამ მეთოდმა ნამდვილად გაუძლო დროის მკაცრ გამოცდას.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 600გ ხორბლის ფქვილი
  • 180გ კარაქი
  • 180გ არაჟანი
  • ქათმის კვერცხი
  • 1/5 ჩაის კოვზი მარილი
  • 1/3 ჩაის კოვზი სოდა
  • 1 ჩაის კოვზი ძმარი

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 9 კვერცხის გული
  • 1,5ლ რძე
  • 600გ შაქარი
  • 230გ კარაქი
  • 5 სუფრისკოვზი ხორბლის ფქვილი
  • 1 ღერი ვანილი

მომზადება

1.დავიწყოთ ცომის მომზადებით. კარაქი კარგად გადაურიეთ გაცრილ ფქვილს. მიღებული მასა ჩააღრმავეთ.

2.ჯამში ათქვიფეთ არაჟანი, კვერცხი, მარილი და აქციეთ ერთგვაროვან მასად. ბოლოს დაუმატეთ სოდა, რომელიც უნდა იყოს ძმრით გააქტიურებული. მიღებული მასა დაუმატეთ კარაქისას და მოზილეთ ცომი.

3.ცომი უნდა გამოვიდეს ელასტიური, ცხიმიანი და არაწებოვანი. მიღებული გაყავით ნაწილებად. შეინახეთ მაცივარში 2 საათი.

4.კრემი მნიშვნელოვანი ელემენტია. კვერცხის გულს დაუმატეთ შაქარი და ვანილი. მოასხით 70მლ ცივი რძე, მოაყარეთ ფქვილი და კარგად მოურიეთ. დარჩენილი რძე ჩაასხით ქვაბში და აადუღეთ. ცხელი რძე ნელ-ნელა დაუმატეთ კვერცხის მასას და კარგად მოურიეთ. კრემიანი ჯამი მოათავსეთ საშუალო ცეცხლზე და წამოადუღეთ. შესქელების შემდეგ გადმოიტანეთ ცეცხლიდან.

5.კრემი გააგრილეთ 45 გრადუსამდე. მასზე მოათავსეთ 80გ – იანი კარაქის ნაჭრები, მოურიეთ და გააგრილეთ კრემი. დარჩენილი კარაქი ათქვიფეთ. მზამოხარშულ კრემსმოასხით ათქვეფილი კარაქი. აუცილებლად ათქვიფეთ კარგად.

6.მაცივრიდან გამოიტანეთ კრემი, გააბრტყელეთ მრგვლად. დაჩხვლიტეთ კორჟი, გამოაცხეთ 200 გრადუსზე. მზა კორჟებს წაუსვით კრემი და შეინახეთ მაცივარში 5-6 საათი. მზა ტორტს მოასხით კრემი და გააფორმეთ.

გემრიელად მიირთვით!