საოცარი სურნელი ტრიალებს სამზარეულოში – მეზობლები დიდი ინტერესით ელოდებიან ჩემს დესერტს

537

ვანილის მოხარშული კრემი მარწყვით, ფხვიერი ორცხობილა, რომელიც ჩაის საოცრად უხდება – ამაზე უკეთესი საუზმე არსებობს?

უმარტივესი რეცეპტი და ასეთი შედეგი შოკისმომგვრელია.

აუცილებლად სცადეთ!

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 200გ ფქვილი
  • 75გ შაქრის ფხვნილი
  • 100გ კარაქი
  • 1 კვერცხი
  • გამაფხვიერებელი
  • მარილი

ინგრედიენტები მოხარშული კრემისთვის

  • 500მლ რძე
  • 120გ შაქარი
  • 40გ ფქვილი
  • 8გ ვანილი
  • 6 კვერცხის გული

ინგრედიენტები ერთი ფენისთვის

  • 600-700გ მარწყვი
  • 300მლ ჟელე

მომზადება

1.გამაფხვიერებელს დაუმატეთ ფქვილი. დაუმატეთ შაქრის ფხვნილი, მარილი, ოთახის ტემპერატურის კარაქი და კვერცხი. მოურიეთ მასას. ცომი უნდა გამოვიდეს რბილი.

2.შეახვიეთ ცომი პაკეტში და შეინახეთ მაცივარში 60 წუთი. გაგრილებული ცომი გააბრტყელეთ.

3.საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი. მოათავსეთ ცომი, შეინახეთ 30 წუთი მაცივარში.

გაგრილებულ ცომს დააფარეთ პერგამენტის ქაღალდი, ზემოდან მოაყარეთ ლობიოს მარცვლები. ამ მეთოდის დამსახურებით თქვენი ცომი არავითარ შემთხვევაში არ გაიბზარება და არ შეიცვლის ფორმას. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 10 წუთი. მოაშორეთ პერგამენტი და ლობიო, გამოაცხვეთ სრულ მომზადებამდე.

4.კრემის მოსამზადებლად რძე ჩაასხით ქვაბში, მოურიეთ, გააცხელეთ და აადუღეთ. ათქვიფეთ კვერცხის გული, შაქარი და ვანილი, მოაყარეთ ფქვილი.

5.ნელ-ნელა მოაყარეთ ფქვილი და მოურიეთ. გადაიტანეთ მასა ქვაბში და დადგით ცეცხლზე. აადუღეთ საშუალო ცეცხლზე. ადუღების შემდეგ მოხარშეთ 2 წუთი.

6.მზა კრემი ჩაასხით ფხვიერ გამომცვხარ ცომში. მოასწორეთ, დააფარეთ პაკეტი ისე, რომ ეხებოდეს ზედაპირს.

7.ჟელე მოამზადეთ ინსტრუქციის მიხედვით. გაგრილებული ჟელე მოათავსეთ მაცივარში 1 საათი.

8.დაჭერით მარწყვი, გადაანაწილეთ კრემზე. მოასხით ჯელე, შეინახეთ დესერტი მაცივარში.

9.დაჭერით დესერტი და დატკბით!

გემრიელად მიირთვით!