სამარხვო ფუნთუშები საფუარიანი ცომისგან

994

სააღდგომოდ მზადება უკვე დავიწყე, სახლში ცხობილების სურნელები ტრიალებს. ოჯახის წევრებმა მთხოვეს მომემზადებინა მათი საყვარელი საფურიანი ფუნთუშები.

ამ ფუნთშებს ძალიან ხშირად ვამზადებ, ჩვენი ოჯახის ფავორიტ კერძად იქცა.

ფუნთუშები გამოდის ფაფუკი, დაბრაწული და სასწაულად გემრიელი. სტუმრებიც ძალიან ხშირად მეკითხებიან რეცეპტს.

ინგრედიენტები

  • რძე 1,5 ჭიქა
  • წყალი 1 ჭიქა
  • საფუარი 11გ
  • შაქარი 1 სუფრის კოვზი
  • მარილი 1 ჩაის კოვზი
  • მზესუმზირის ზეთი 12 სუფრის კოვზი
  • ხორბლის ფქვილი 7 სუფრის კოვზი
  • იოგურტი 1 ჭიქა
  • კვერცხი 2 ცალი

მომზადება

1.თბილ რძეს დაუმატეთ წყალი. ამ მასაში გახსენით შაქარი და საფუარი.

2.დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი.

3.ნელ-ნელა მოაყარეთ ფქვილი, მოზილეთ ცომი. დააფარეთ ხელსახოცი და დატოვეთ სითბოში 1 საათი.

4.ამოფუებული ცომი ჩაზილეთ, გადაიტანეთ ფქვილიან ზედაპირზე და გაყავით 4 ნაწილად.

5.თითოეული ნაწილი გრძლად დაჭერით.

6.ფორმას წაუსვით ცხიმი და მოათავსეთ ფუნთუშები.

7.თითებით ჩაჩხვლიტეთ ცომი და დაასვენეთ 30 წუთი.

8.იოგურტს დაუმატეთ 8 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი და კვერცხი. წაუსვით ფუნთუშებს სოუსი.

9.გამოაცხეთ 180 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!