სალათი ჭარხლითა და ქათმით. უბრალო ხემსი გემოთი დახვეწილ კერძებს დაჩრდილავს

1728

ჭარხალი ნებისმიერი სახით და ნებისმიერ კერძში სასარგებლოა. თერმული დამუშავების დროსაც კი ინარჩუნებს ვიტამინებსა და მიკროელემენტებს. თანაც, თუ სწორად მოამზადებთ, არამხოლოდ სასარგებლო, არამედ გემრიელიცაა. სწორედ ასეთებს მიეკუთვნება სალათი ქათმით და ჭარხლით.

ინგრედიენტები მარტივია, მაგრამ ხორცისა და სასარგებლო ბოსტნეულის ტანდემი არაჩვეუებრივ შედეგს იძლევა ნიგვზის, მწვანილისა და იოგურტის დამატებით. სალათი სადღესასწაულო სუფრაზე ბევრად დახვეწილ კერძებს ჩრდილავს.

ინგრედიენტები

  • 1 ც ქათმის ფილე
  • 3 ც ჭარხალი
  • 5-6 ც ნიგოზი
  • 3 ს.კ. იოგურტი
  • 1 ს.კ. სოიოს სოუსი
  • ზეთი გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. დაჭერით მომცრო ნაჭრებად ხორცი, შეწვით ზეთში, მოასხით სოიოს სოუსი.

2. მოხარშეთ ჭარხალი, დაჭერით კუბებად და თასში შეურიეთ ხორცს.

3. დაჭერით წვრილად ნიგოზი და მწვანილი, დაუმატეთ სალათს.

4. მოურიეთ ინგრედიენტებს, დაუმატეთ მარილი, პილპილი და შეანელეთ იოგურტით.

მარტივი, სასარგებლო და უგემრიელესი სალათი მზადაა. ის ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს, თუმცა ყოველდღური ვახშმისთვისაც შესანიშნავია. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!