სალათი ყველით და ორცხობილით

922

ყოველ ახალ წელს გვინდა განსხვავებულად შევხვდეთ. ამიტომაც ამ დღესასწაულისთვის ერთი თვით ადრე ვიწყებთ მზადებას. უმჯობესია წინასწარ ვიცოდეთ კერძების ჩამონათვალი, რათა გავაოცოთ სტუმრები.

სხვატაშორის ორიგინალური სალათის რეცეპტი მოვამზადეთ და დღეს ჩვენ ამ რეცეპტს სიამოვნებით გაგიზიარებთ.

ჩვენი რედაქცია გთავაზობთ საახალწლო მაგიდის გაფორმებას საუცხოო სალათით, რომელიც შედგება ორცხობილისა და ხაჭოს ყველისაგან.

სალათი ყველითა და ორცხობილით

ინგრედიენტები მარინადისთვის

  • 2 სუფრის კოვზი სეზამის მარცვალი
  • 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 2 ჩაის კოვზი სოიოს სოუსი
  • შავი წიწაკა (დაფქული) გემოვნებით

ინგრედიენტები სალათისთვის

  • 3 ნაჭერი პური
  • 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩაის კოვზი ხმელი პროვანსული სანელებლები
  • 2 კბილი ნიორი
  • 200გ ქათმის ფილე
  • 100გ ხაჭოს ყველი
  • მწვანილი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 1 წითელი ხახვი
  • მესამედი პეკინის კომბოსტო

შესაკაზმი ინგრედიენტები

  • 4 სუფრის კოვზი მაიონეზი
  • 1 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი
  • 1 კბილი ნიორი
  • 2 სუფრის კოვზი ახლად გაწურული მანდარინის წვენი
  • შავი წიწაკა (დაფქული) გემოვნებით

მომზადება

1.დავიწყოთ ორცხობილის მომზადება. საშუალო ჯამში მოათავსეთ 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 ჩაის კოვზი სოიოს სოუსი და პროვანსული სანელებლები. ასევე დაჭერით 1 კბილი ნიორი და დაუმატეთ დანარჩენ ინგრედიენტებს.

2.პური დაჭერით კუბიკებად და შეწვით მიღებულ მასაში.

3.ამის შემდეგ აიღეთ ახალი ჯამი და მასში მოატავსეთ მარინადისთვის საჭირო ინგრედიენტები. დაჭერით ქათმის ფილე წვრილ ზოლებად და მოატავსეთ მარინადის ჯამში.

4.ხორცი დაამარინადეთ 30 წუთის განმავლობაში, ის შეწვით ტაფაზე ზედაპირის დაბრაწვამდე.

5.შემდეგ გადავდივართ ყველის რგოლების მომზადებაზე. დაჭერით მწვანილი და 1 კბილი ნიორი, რის შემდეგაც დაუმატეთ ყველს და მიღებული მასისაგან შექმენით ბურთები.

6.დაჭერით ბულგარული წიწაკა, ხახვი და პეკინური კომბოსტო, მოათავსეთ სასალათეში. ბოსტნეულს დაუმატეთ ორცხობილა, ქათამი და ყველის ბურთები.

7.შესაკაზმი იმგრედიენტები შეაერთეთ, რის შემდეგაც მიღებული მასა მოასხით სასალათეში არსებულ ინგრედიენტებს.

ბოლოს ლამაზად გააფორმეთ კერძი. თუ თქვენ სალათს მანდარინით გააფორმებთ, მაშინ მეტად დაემსგავსება საახალწლოს.

წინასწარ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!