სალათი “თევზები გუბურაში”, იდეალური კერძია სავახშმოდ

796

ახლობლების გაოცება გინდათ? მოამზადეთ სალათი “თევზები გუბურაში” და მათ გაოცებას ნამდვილად შეძლებთ.

ინგრედიენტები

  • 160გ შპროტი (დამატებით 3-4 მთლიანი თევზი დეკორისთვის)
  • 200გ კარტოფილი
  • 200გ სტაფილო
  • 100გ ყველი
  • მწვანე ხახვი
  • 2 კვერცხი
  • მარილი

მომზადება

1.მოხარშეთ სტაფილო, კარტოფილი და კვერცხი.

2.გასუფთავებული კარტოფილი გახეხეთ ან დააბლენდერეთ, მოაყარეთ მარილი. მოათავსეთ სასალათეში პირველ ფენად.

3.ზემოდან მოასხით მაიონეზის თხელი ფენა.

4.გახეხეთ მოხარშული სტაფილო. დაუმატეთ მაიონეზი და მოათავსეთ მესამე ფენად.

5.გახსენით ქილა და შეინახეთ 3-4 თევზი დეკორისთვის.

6.დაჭყლიტეთ დარჩენილი თევზი და მოათავსეთ შემდეგ ფენად, მოასხით მაიონეზი.

7.გაასუფთავეთ კვერცხი. დაჭერით წვრილად ამ გახეხეთ. მოათავსეთ შპროტის შემდეგ და მასაც წაუსვით მაიონეზი.

8.გახეხეთ ყველი.

9.გახეხილი ყველიმოაყარეთ სალათს.

10.გარეცხეთ მწვანე ხახვი და რამდენიმე შემოინახეთ. დანარჩენი კი დაჭერით.

11.ახლა კი დროა გავაფორმოთ სალათი.

12.გვერდებში მოაყარეთ დაქუცმაცებული მწვანე ხახვი.

13.ვერტიკალურად დაამაგრეთ თევზი და მწვანე ხახვი.

გემრიელად მიირთვით!