ზამთრის სუსხ დღეებში, მოხუფულ პომიდორზე უკეთესი არ არსებობს.
ეს რეცეპტი გათვლილია 1 სამლიტრიან ქილაზე.
ინგრედიენტები
- პომიდორი 10 (15) ცალი
- მიხაკი 2 ცალი
- წიწაკის მარცვლები 3 ცალი
- მწარე წიწაკა
- ნიორი 2 კბილი
- ლიმონის მჟავა 1 ჩაის კოვზი
წყალი:
- 1,5ლ წყალი
- 1 ჩაის კოვზი მარილი
- 1 სუფრის კოვზი შაქარი
მომზადება
- პომიდორი მოათავსეთ ქილაში, მიხაკთან, წიწაკასთან და ნიორთან ერთად.
- ქვაბში ჩაყარეთ მარილი და წიწაკა, მოასხით წყალი, მოხარშეთ 3 წუთი და ჩაასხით ქილაში.
- 5 წუთის შემდეგ სითხე ისევ ქვაბში დააბრუნეთ,
- პომიდვრიან ქილაში ჩაყარეთ ჩაის კოვზი ლიმონის მჟავა.
- აადუღეთ ქვაბში არსებული სითხე და ისევ ჩაასხით ქილაში.
- ქილას დააფარეთ მეტალის თავსაფარი და შეახვიეთ.
გემრიელად მიირთვით!