- რათა თქვენს კერძს ნაზი ნივრის არომატი მიეცეს, ნივრის კბილი კარგად წაუსვით თეფშს, ამ პროცედურის შემდეგ მოათავსეთ კერძი თეფშზე.
- ხორცის მარინადის ახალი გემო: მუქი ლუდი ან ღია ლუდისა და სოიოს სოუსის ნარევი, მარილი და წიწაკა გემოვნებით. ლუდის დამატება ბოსტნეულის მომზადებისას შეგიძლიათ, მოთუშვის პროცესში დამატებული ალკოჰოლი საოცარი გემოსა და არომატის გარანტია.
- თუ სუპს ზედმეტი მარილი უქენით არ ინერვიულოთ: მარლაში მოათავსეთ უმარილო ფაფა და ჩაუშვით სუპში, მოხარშეთ და ხარშვის პროცესში ფაფა ზედმეტ მარილს შეიწოვს.
- ღვიძლს მომზადების ბოლოს მოაყარეთ მარილი, წინააღმდეგ შემთხვევაში თვიძლი ძალიან გამაგრდება.
- რათა ნამცხვრის ზედა ნაწილი არ დაიწვას, დააფარეთ სველი ქაღალდი.
- ქათქათა თეთრი გამოგივათ ბრინჯი, თუ ხარშვისას ძმარს დაუმატებთ.
- მოხარშული კვერცხის დასაჭრელად დანა დაასველეთ ცივი წყლით, რათა კვერცხის გული არ დაიშალოს.
- თუ ბულიონში ჩააგდებთ ყინულის ნატეხს და აადუღებთ, ის გამჭირვალე გახდება.
- ლობიოს თუ ღია ჭურჭელში მოხარშავთ, ის არ გამუქდება.
- ფარში გამოვა გემრიელი თუ მას დაუმატებთ უმ ხახვს, მოთუშუშილ ხახვს და წვრილად დაჭრილი კარტოფილს.
- საქონლის ხორცი არ იქნება მაგარი, თუ მომზადებამდე მას მოათავსეთ 30 წუთი მაიონეზის მარინადში.
- მოხარშული სიმინდის გამოყენება სალათებში საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
- ბადრიჯანი სასიამოვნო გემოს მიიღებთ, თუ თქვენ მას მოაყრით მარილს, დაელოდებით ცოტახანი, კარგად გარეცხავთ და შემდეგ მოამზადებთ კერძს.
- ნუშს მარტივად გაარჩევთ მისი 5 წუთი ცხელ წყალში მოთავსების შემდეგ.
- არაჟანი უკეთ აიტქვიფება, თუ თქვენ მას კვერცხის ცილას დაუმატებთ.
- დაფქულ ყავას დაუმატეთ ცოტა მარილი, მოდუღების შემდეგ გემო გაგაოცებთ.
- რათა ღუმელში შემწვარი ხორცი იყოს არომატული, ნაზი და რაც მთავარია გემრიელი, წაუსვით ბროწეულის სოუსი, თაფლი, გახსნილი წყალში ან კოიკაში (წყალიც შეგიძლიათ გამოიყენოთ), მშრალი ღვინო.
- უხეში ხორცი დარბილდება თუ ბულიონს დაუმატებთ ბანანის ქერქს.
- თუ შარლოტას ამზადებთ, აუცილებლად ამოავლეთ ვაშლი ფქვილში, რათა ცხობისას ძირს არ ჩაცურდეს.
- საფანაელის ნაცვლად გამოიყენეთ დაქუცმაცებული ნიგოზი.
- თეფში გაახურეთ ცხელი კერძის მასზე მოთავსებამდე, ცივის შემთხვევაში წინასწარ გააგრილეთ.
- ახლად მომზადებულ ხორცს დაელოდეთ ცოტახანი, რათა გაგრილდეს და გემოები კარგად გაიხსნას.
- ვინიგრეტი გამოვა მეტად გემრიელი თუ მას დაუმატებთ სუფრის კოვზ რძეს და ჩაის კოვზ შაქარს.
- აუცილებლად დააგემოვნეთ კერძი მზადების პროცესში, რათა ინგრედიენტების ბალანსი დაიცვათ.
- სანამ სუპს ცეცხლიდან გადმოიტანთ, დაუმატეთ ახლად გამოწურული სტაფილოს წვენი, კომბოსტოს წვენი ან პომიდვრის. ამ ხერხის დახმარებით თქვენი სუპი ახალ გემოებს შეიძენს.
- აუცილებლად იქონიეთ სამზარეულოში ბასრი დანა.
- ვანილი – ძალიან უხდება ბოსტნეულის სალათებს. აუცილებლად გასინჯეთ.
- ლიმონის შეგიძლიათ კერძებში მარილის ნაცვლად გამოიყენოთ. ეს დაგეხმარებათ წნევის დარეგულირებაში.
- ყოველთვის მოამზადეთ კერძები მშრალი ხელით.
გემრიელად მიირთვით!