რომელი კერძები მოვამზადოთ სააღდგომოდ წელს? ბოლო დროს პროდუქტებზე ფასები გაიზარდა და ბევრი დიასახლისი მდიდრული მაგიდის გაშლას ვერ ახერხებს. და მაინც, ყველას სურს, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს სათანადოდ შეხვდეს. რა დავუმატოთ მენიუს?
სააღდგომო კერძების მენიუ
Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რომელი კერძების გაკეთება სჯობს და რომელი საერთოდ არ გამოგადგებათ. მაგალითად, სტაფილო კორეულად შეგიძლიათ გააკეთოთ. გემრიელი და მარტივი კერძია, რომელიც ქურასთან დიდხანს ტრიალს არ მოითხოვს. ასეთ სტაფილოს შეგიძლიათ სხვა კერძები დაუმატოთ და გემრიელი ტანდემი შექმნათ. მაგალითად, დამარინადებული ქამა სოკო სტაფილოსთან ერთად გემრიელი, მარტივი კერძია.
სად კარტოფილის გარეშე? კარტოფილი სოფლურად შეგიძლიათ მოხარშოთ. ბევრი დრო და ფული არ სჭირდება. კარტოფილი მსხვილად დაჭერით, მცენარეული ზეთი, სანელებლები, მწვანილი დაუმატეთ და ღუმელში გამოაცხვეთ. მზა კერძს რაიმე სოუსი აუცილებლად დაუმატეთ. კარტოფილს გამომცხვარი ბოსტნეული იდეალურად ავსებს. სოკო, ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო გამოგადგებათ.
რა გვაქვს დესერტად? ყველასთვის საყვარელი ჟელე „დამსხვრეული მინა“. ამისთვის ფერადი ჟელეს რამდენიმე შეფუთვა შეიძინეთ. მათ შეძენას იაფად შეძლებთ.
მთავარი პროგრამა
თუ სურვილი და შესაძლებლობა გაქვთ, ღვიძლის ტორტს გთავაზობთ. ნოყიერი და გემრიელი კერძი ძვირფას სტუმრებს ესიამოვნებათ. ასეთ ტორტს დიდი ძალისხმევა არ სჭირდება, მაგრამ სჯობს წინასწარ მოამზადოთ. რამდენიმე საათით გაჩერებული ტორტი უფრო გემრიელია, ვიდრე ნაჩქარევად მომზადებული.
ინგრედიენტები:
- 250 გ ღვიძლი
- 1 კვერცხი
- 100 მლ რძე
- სანელებლები გემოვნებით
- 100 გ ფქვილი
- მაიონეზი
- ხმელი ყველი
- მწვანილი
მომზადების წესი:
- ღვიძლი თქვენი გემოვნებით შეარჩიეთ. კარგად გარეცხეთ და თხელი გარსი მოაშორეთ. ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ ან დააბლენდერეთ, სანამ ერთგვაროვანი მასა არ გახდება. სანელებლები, რძე და ფქვილი დაუმატეთ. თანდათან და ფრთხილად დაუმატეთ, ნარევს აურიეთ, რომ გოროხები არ წარმოიქმნას.
- ბლინების ტაფას ცოტა ზეთი წაუსვით და თხელი ბლინების ცხობა დაიწყეთ. ბლინების მომზადების შემდეგ მწვანილი წვრილად დაჭერით. ხმელი ყველი მსხვილ სახეხზე გახეხეთ.
- როცა ბლინები ოდნავ გაგრილდება, მაიონეზი წაუსვით და ღვიძლის ტორტი გააკეთეთ. სურვილისამებრ,მაიონეზს სანელებლები და დაპრესილი ნიორი დაუმატეთ. ძალიან გემრიელი გამოვა, თუ ცხარე კერძი გიყვართ. ზემოდან გახეხილი ყველით და წვრილად დაჭრილი მწვანილით გააფორმეთ. დროებით მაცივარში შეინახეთ.
მარტივი კერძი სააღდგომოდ
კიდევ ერთი აღმოჩენა ყაირათიანი დიასახლისებისთვის – სალათი ქათმის ფილეთი. ასეთი კერძი შიმშილს ანაყრებს და ჩვეულებრივად არ გამოიყურება. რა დაგჭირდებათ?
ინგრედიენტები:
- 4 კვერცხი
- 4 კიტრის მწნილი
- 100 გ ხმელი ყველი
- 300 გ ქათმის ფილე
- ნიორი გემოვნებით
- 1 ქილა მწვანე ბარდა
- მწვანილი გემოვნებით
- მაიონეზი
ასეთი სალათი ოლივიეს ჰგავს. გარკვეული მსგავსება არის, რადგან სალათი კვერცხს და კიტრის მწნილს შეიცავს. ამ კერძის მომზადება უფრო მარტივი და ეკონომიურია. ბევრი ინგრედიენტის წინასწარ მოხარშვა საჭირო არაა. მხოლოდ ქათმის ფილეს სჭირდება მოხარშვა.
მომზადების წესი:
- სანამ ქათმის ფილე იხარშება, კვერცხი და კიტრის მწნილი ზოლებად დაჭერით. მზა ქათმის ფილე გააგრილეთ და წვრილ ბოჭკოებად დაყავით. ხმელი ყველი მსხვილ სახეხზე გახეხეთ და დანარჩენ ინგრედიენტებს დაუმატეთ.
- ბარდადან წყალი გადაწურეთ და საერთო მასას დაუმატეთ. ყველა ინგრედიენტს კარგად აურიეთ. ნიორი დააქუცმაცეთ ან წვრილად გახეხეთ. სურვილისამებრ დაუმატეთ. თუ ცხარე კერძი გსურთ, მეტი ნიორი დაგჭირდებათ.
- მაიონეზის რაოდენობა პირადი გემოვნებით დაარეგულირეთ. თუ შესაძლებლობა გაქვთ, შეკაზმული სალათი მაცივარში 1 საათით გააჩერეთ. დაე, ასე გაჩერდეს, რომ გემრიელი და არომატული გამოვიდეს.
რომელ კერძს ამზადებთ აუცილებლად სააღდგომოდ? რა იქნება თქვენს მაგიდაზე კულიჩის ან ხაჭოს პასქის გარდა? გაგვიზიარეთ თქვენი საფირმო რეცეპტები.