რძეს ერთ ინგრედიენტს ვუმატებ, რომ დილით მაწონი მივიღო

9222

ჩემმა თანამშრომელმა დაიკვეხნა, რომ დაბადების დღეზე საჩუქრად იოგურტის აპარატი მიიღო. თითქოსდა, წარმოდგენა არ აქვს, როგორ ცხოვრობდა მის გარეშე. მაღაზიის პროდუქტი ახლა ხელოვნური ეჩვენება. ჩემი აზრით, იოგურტის აპარატი ერთ–ერთი სამზარეულოს ტექნიკაა, რომელიც მსურს ვინმეს ვაჩუქო. რძისგან შინაურულ მაწონს ქვაბშიც კი გავაკეთებ. Gastronomia.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ შინაურული იოგურტი რძით სახლის პირობებში.

ეს რეცეპტი თურქული სამზარეულოს ერთ–ერთ ბლოგზე ვნახე. დარწმუნებული არ ვარ, რომ ყველა აღმოსავლელი ქალი სახლის იოგურტს ასე ამზადებს, მაგრამ გარისკვა გადავწყვიტე. საკმაოდ სქელი პროდუქტი გამოვიდა, სასიამოვნო კონსისტენციით და ნეიტრალური გემოთი. დანამატები სჯობს მომზადების ბოლო ეტაპზე დაუმატოთ.

ინგრედიენტები:

  • 5 ლ რძე
  • 3 ჩ/კ საფუარი

მომზადების წესი:

1. იოგურტის მოსამზადებლად მაღაზიაში ნაყიდი რძეც გამოგადგებათ, მაგრამ პირადად ბაზრობაზე ვყიდულობ. ოთახის ტემპერატურის რძე ქვაბში ჩაასხით.

2. რძე საშუალო ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ, 15 წუთით ხარშეთ. ამის შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით და ქილებში გადაანაწილეთ. რძეს 45 გრადუსამდე შეთბობა აცადეთ.

3. ტემპერატურა სჯობს სამზარეულოს თერმომეტრით აკონტროლოთ. თითოეული ქილიდან 1 ს/კ რძე აიღეთ და ცალკე თასში ჩაასხით. საფუარი დაუმატეთ და აურიეთ.

4. როცა საფუარი გაიხსნება, მიღებული მასა ქილებში თანაბრად გადაანაწილეთ. ქილას სალფეთქი დააფარეთ, ზემოდან ხუფი დაახურეთ.

5. ქილებს პლედი ან რამდენიმე პირსახოცი გადააფარეთ და ოთახის ტემპერატურაზე მთელი ღამე გააჩერეთ. დილით მაწონი მზად იქნება. ამის შემდეგ მაცივარში შეინახეთ.

ასეთი სახლის მაწონი საუზმეზე შვრიის ფაფას ან გრანოლეს მოუხდება. ნეიტრალური გემო შეგიძლიათ მურაბით, ჯემით ან თაფლით შეცვალოთ. ნებისმიერი დანამატი შეგიძლიათ რძის ადუღების შემდეგ დაუმატოთ. სცადეთ და შედეგი გაგვიზიარეთ!