როგორც იქნა დადგა ახალი კარტოფილის სეზონი და ახლა შეგიძლიათ მისგან უგემრიელესი სალათები მოამზადოთ, ან უბრალოდ შეწვათ იგი მწვანილთან ერთად.
ტაფაზე შემწვარი კარტოფილი ხახვით
კარტოფილის ამ მეთოდით შეწვისას ბოსტნეული ნახევრად შემწვარია და ნახევრად მოხარშული.
ამ რეცეპტისთვის გირჩევთ გამოიყენოთ პატარა ზომის კარტოფილი. სასურველია იგი არ იყოს ბერძნულ კაკალზე დიდი ზომის.
ინგრედიენტები
- 500 გრ ახალი კარტოფილი
- 1 კონა კამა
- 1 კონა მწვანე ხახვი
- 4 კბილი ნიორი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
- მცენარეული ზეთი
მომზადების წესი
1. კარგად გარეცხეთ და მსუბუქად გაწმინდეთ კარტოფილი.
2. მაგიდაზე დანით დაჭყლიტეთ ნიორი, ასე იგი დიდი რაოდენობით წვენს გამოიღებს, რაც შემდგომში კარტოფილს შესანიშნავ არომატს მიანიჭებს.
3. ხახვი და კამა წვრილად დაჭერით.
4. გააცხელეთ ტაფა და დაასხით მცენარეული ზეთი, შეწვით მასზე დაჭყლეტილი ნიორი, შემდეგ კი დაყარეთ ტაფაზე კარტოფილი.
5. შეწვით კარტოფილი მაღალ ცეცხლზე და სიმძლავრეს თანდათან მოუკელით. კარტოფილი უნდა იყოს მუქი ოქროსფერი.
6. შემწვარი კარტოფილი გადაიტანეთ თეფშზე და მოაყარეთ ზემოდან ხახვი და კამა.
გემრიელად მიირთვით!
თუ არ გიყვართ ნიორი, ჩაანაცვლეთ იგი ჩვეულებრივი ხახვით. წვრილად დაჭერით ხახვი და კარგად შეწვით კარტოფილთან ერთად.