როგორ მოვთუშოთ ბოსტნეული ხორცთან და ატამთან ერთად

1472

შემოდგომაზე, ძალიან ხშირად ვამზადებ მოთუშულ ბოსტნეულს, რადგან გახლავთ იდეალური კერძი სადილისთვის. იგი გემრიელი, ჯანსაღი და უკალორიოა. ადრე, ამისთვის ბადრიჯანს, პომიდორს, ხახვსა და პილპილს პატარა ქვაბში ვთუშავდი, შემდეგ კი მოთუშულ ბოსტნეულს ხორცთან გარნირის სახით ვჭამდი.

ახლა კი ვიცი, როგორ გავხადო ეს კერძი უფრო გემრიელი! პირველ რიგში, ბოსტნეულს ხორცთან ერთად ვამზადებ ტაფაზე, მეორეც, კერძს ატამს ვუმატებ.

ეს გახლავთ უზბეკური სამზარეულოს რესტორნის კერძი, მაგრამ მისი მომზადება სახლის პირობებშიც ძალიან მარტივად შეგიძლიათ! სანამ ხორცი შეიწვება, ბოსტნეულს ვჭრი, ატამს კი სულ ბოლოს ვუმატებ დაჭრილ ნიორთან ერთად.

როგორ მოვამზადოთ ხორცი ბოსნტეულთან ერთად

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ მოთუშული ბოსტნეული ტაფაზე ხორცთან და ატამთან ერთად. არომატული, მადისაღმძვრელი, ნოყიერი და ძალიან გემრიელი კერძი უზბეკური სამზარეულოდან!

ინგრედიენტები

  • 300-400 გრ (სუკი, ღორის ან ძროხის ხორცი)
  • 2-3 ც ბადრიჯანი
  • 1 ც ბულგარული პილპილი
  • 2 ც პომიდორი
  • 1 ც ხახვი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 2 ც ატამი
  • 70 გრ ოხრახუში
  • სასურველი სანელებლები გემოვნებით
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
  • 2-3 ს.კ. მცენარეული ზეთი შესაწვავად

მომზადების წესი

1. ხორცი გარეცხეთ და ქაღალდის ხელსახოცით გააშრეთ, შემდეგ პატარა კუბებად დაჭერით და მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

2. ხახვი წრეებად დაჭერით. ბადრიჯანი გარეცხეთ, გაასუფთავეთ, ქაღალდის ხელსახოცით გაამშრალეთ, დაახლოებით 1 სმ სისქის თხელ ფენებად დაჭერით. ბადრიჯანი ცალკე თასში მოათავსეთ, მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 10 წუთით.

3. ღრმა ტაფაზე გააცხელეთ მცენარეული ზეთი, მასში ხორცის ნაჭრები ჩაალაგეთ და მსუბუქად შეწვით.

4. სანამ ხორცი შეიწვება, ბოსტნეული გაამზადეთ. ბულგარული პილპილი რგოლებად ან ნახევარ რგოლებად დაჭერით, პომიდორი – წრეებად, ნიორი კი ძალიან წვრილად დაჭერით. ასევე დაჭერით ოხრახუშიც. ატამი გათალეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით.

ბადრიჯანი გაწურეთ და სამკუთხედებად დაჭერით.

5. ხორცს ხახვი დაუმატეთ და მოურიეთ. 5-7 წუთის შემდეგ დაუმატეთ ბადრიჯანი. ტაფას თავსახური დაახურეთ და მოთუშეთ, სანამ ხახვი ძალიან არ დარბილდება.

6. ინგრედიენტებს დაჭრილი ბულგარული დაუმატეთ, კარგად მოურიეთ. მოთუშეთ საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 3-4 წუთის განმავლობაში.

7. შემდეგ დაუმატეთ პომიდორი და ნიორი. მოაყარეთ თქვენთვის სასურველი სანელებლები გემოვნებით. მოთუშეთ თავდახურულ ტაფაში 2 წუთის განმავლობაში, დრო და დრო მოურიეთ.

8. ბოლოს დაუმატეთ ატამი და კიდევ 5 წუთით მოთუშეთ. სანამ კერძი მზად იქნება, ორი წუთით ადრე დაჭრილი ოხრახუში მოაყარეთ.

9. კერძი შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცხელ, ისე ცივ მდგომარეობაში. გემრიელად მიირთვით!

ამ რეცეპტით მომზადებული ხორცი და ბოსტნეული ძალიან წვნიანი და გემრიელი გამოდის. აუცილებლად მოამზადეთ კერძი და ამაში თავადაც დარწმუნდებით!