როგორ მოვამზადოთ ხორცის ნამცხვარი

1331

დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ ხორცის ნამცხვარს. ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურება გემოზე, რომ აღარაფერი ვთქვათ.

მისი დიზაინი ძალიან შთამბეჭდავია, ის ფოთლებ დაცვენილ ყვავილს ჰგავს. თითოეული ფოთლის ქვეშ წვნიანი ხორცის და ხახვის შიგთავსია. უბრალოდ მოტეხეთ და მიირთვით.

ერთი სიტყვით შიგთავსი შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი გემოვენბით: სოკო, ქათამი, მწვანილი მოხარშული კვერცხით, თევზი. რბილი სოფუარიანი ცომი კეფირზე ყველაფერს ძაიან უხდება.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 400გ
  • კეფირი 250მლ
  • კარაქი 25გ
  • მზესუმზირის ზეთი 25მლ
  • მშრალი საფუარი 1 ჩაის კოვზი
  • მარილი გემოვნებით
  • შაქარი 1 ჩაის კოვზი
  • სოდა 0,5 ჩასი კოვზი
  • საქონლის ფარში 350გ
  • ხახვი 1 ცალი
  • ნიორი 2 კბილი
  • კეჩუპი 2 სუფრის კოვზი
  • ყველი 50გ
  • კვერცხი 1 ცალი

მომზადება

1.ოდნავ თბილ კეფირს დაუმატეთ საფუარი, შაქარი და ერთი მუჭი ფქვილი. სითბოში დატოვეთ 15 წუთი.

2.კარგად მოურიეთ მიღებულ მასას, დაუმატეთ მარილი, სოდა, მზესუმზირის ზეთი და გამღვალი კარაქი. მოაყარეთ დარჩენილი ფქვილი და 1 საათით დატოვეთ თბილ ადგილას.

3.ოდნავ შეწვით ფარში, დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი ხახვი  და დაქუხმახებული ნიორი. მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვენბით, მოურიეთ.

4.ცომი გაყავით 8 ნაწილად, დანარჩენი 7 თხლად გააბრტყელეთ და გაჭერით შუაზე. თითოეულ ნახევარს წაუსვით კეჩუპი და მოათავსეთ ერთი კოვზი შიგთავის. დაახვიეთ ვაფლისებურად. გადადებული ნაწილი გააბრტყელეთ, ცენტრში მოათსვეთ შიგთავსი, დააფიქსირეთ კუთხეები, შექმენით წრე.

5.ყვავილისებური ნამცხვარი მოათავსეთ პერგამენტით ამოფენილ ფორმაზე. ცენტრში შიგთავსიანი ფუნთუშები მოახვედრეთ. დატოვეთ 15 წუთი. ამოფუებულ ნამცხვარს წაუსვით კვერცხი და მოაყარეთ გახეხილი ყევლი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40 წუთი.

ჩათვალეთ, რომ ამ სახის ნამცხვრები ძალიან გემრიელია და მარტივი მოსამზადებელია. დახარჯული დრო ნამდვილად ღირს მიღებულ შედეგად. გემრიელად მიირთვით!