მე ძალიან ხშირად ვამზადებ ტორტებს. ვერიდები მაღაზიაში ტკბილეულის შეძენას, რადგან არ მინდა ჩემი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ ჩავაყენო.
ტორტი ხაჭოთი და ხილით
ამ სტატიაში მოგიყვებით თუ რატომ არის ეს კრემი ასეთი მშვენიერი. ღაჭოზე მომზადებული კრემი მეტად ცხიმიანია ვიდრე სხვა. ეს კრემი დესერტს დაუვიწყარ თავგადასავალში ამოგზაურებს.
ასეთი კრემი ნებისმიერ ტორტს მოუხდება. მისი მომზადება მერწმუნეთ მარტივია.
ინგრედიენტები
- 180გ ფქვილი
- 2 სუფრის კოვზი თაფლი
- 2 კვერცხი
- 250გ შაქარი
- 2/3 ჩაის კოვზი სოდა
- 2/3 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
- 400გ ხაჭო
- 2 კვერცხის გული
- ვანილი
- 1 ვაშლი
- 1 მსხალი
მომზადება
1.ცომის მომზადება ძალიან მარტივია. ჯამში მოათავსეთ 2 კვერცხი და თაფლი. არ დაგავიწყდეთ სოდის, გამაფხვიერებლის და შაქრის დამატება. ყველა ინგრედიენტი ათქვიფეთ მიქსერით.
2.ჯამი მოათავსეთ წყლის აბაზანაზე და ურიეთ, სანამ ცომი არ ამოფუვდება.
3.ჯამი გადმოიტანეთ ცეცხლიდან. გააგრილეთ მასა და დაუმატეთ ფქვილი. მოზილეთ წებოვანი ცომი, რომელიც უნდა მოათავსოთ 4 საათი მაცივარში.
4.ამის შემდეგ ცომი გამოიღეთ მაცივრიდან. გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით და შექმენით 5 კორჟი.
5.გამოაცხვეთ 200 გრადსზე 5 წუთი და გაგრილების შემდეგ მიეცით მრგვალი ფორმა.
6.მოჭრილი ნაჭრები გამოაშრეთ ღუმელში.
7.კრემის მომზადებას სჭირდება 10 წუთი. ცეცხლგამძლე ჯამში მოათავსეთ ხაჭო, 2 კვერცხის გული და ვანილი (დანის წვერით). ათქვიფეთ ბლენდერით.
8.დაუმატეთ კარაი, მოათავსეთ ცეცხლზე და გააცხელეთ, ურიეთ განუწყვეტლივ. ამის შემდეგ ხარშეთ ისევ 3 წუთი, უნდა მიიღოთ სქელი არაჟნის კონსესტენცია.
9.კორჟებს და მთლიან ტორტს წაუსვით კრემი.
10.გააფორმეთ ტორტი კორჟის ნაფხვენებით და ხილით. გემრილად მიირთვით!
მთლიან მზადებაში დაგეხარჯებათ სულ რაღაც 40 წუთი. მოამზადეთ და ისიამოვნეთ. არ შეუშინდეთ ექსპერიმენტებს.