მოვარდისფრო ფუნთუშები უგემრიელესი ხრაშუნა ფირფიტებითა და დარიჩინის არომატით ძალიან მარტივად მზადდება, მაგრამ წარმოუდგენლად გემრიელია!
ამ დესერტის მომზადება საშინაო პირობებში ძალიან ადვილია. მისი გამოცხობა კი ყველას შეუძლია. ხრაშუნა ფუნთუშები აუცილებლად მოეწონებათ თქვენს პატარებს.
ბევრი დიასახლისი ფუნთუშებს საფუარიანი ცომით ამზადებს, შიგთავსად კი შაქარს, დარიჩინს და ხანდახან ქიშმიშს იყენებენ. მაგრამ საფუარიანი ცომის მომზადება სამზარეულოში ნამდვილ არეულობას იწვევს, ამიტომ, შესაძლო პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ყოველთვის იქონიეთ მაცივარში ფენოვანი ცომი. ისინი დაგეხმარებათ ყველა სიტუაციაში, როცა გსურთ დესერტის სწრაფად მომზადება ჩაისთან ან ყავასთან დასაყოლებლად.
დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ ხრაშუნა ფენოვანი ფუნთუშები შოკოლადისა და ნიგვზის შიგთავსით.
ინგრედიენტები
- 0,5 კგ მზა ფენოვანი ცომი
- 1 ფილა (200 გრ) შავი შოკოლადი
- 2 ს.კ. კარაქი
- 100 გრ ნებისმიერი ნიგოზი
- შაქრის პუდრი
მომზადების წესი
1. გაალღვეთ ცომი და გაიყვანეთ 0,5 მმ სისქის ფირფიტებად.
2. ნიგოზი შეწვით მშრალ ტაფაზე და შემდეგ დააბლენდერეთ.
3. დატეხეთ შოკოლადის ფილა, ჩაყარეთ ნატეხები ღრმა თასში და დაუმატეთ კარაქი. გაადნეთ ინგრედიენტები ორთქლის აბაზანაზე.
4. ცომის ფირფიტას მთელს ზედაპირზე წაუსვით გამდნარი შოკოლადი და მოაყარეთ ნიგოზი.
5. გაახვიეთ რულეტი ცენტრამდე, ორ ერთმანეთის საპირისპირო მხარეს.
6. ბასრი დანით დაჭერით რულეტი 3-4 სმ სისქის ნაჭრებად.
7. საცხობ ლანგარს წაუსვით მცენარეული ზეთი, დაალაგეთ მასზე ფუნთუშები და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთით.
8. მზა ფუნთუშებს ზემოდან შაქრის პუდრი მოაყარეთ და გაუმასპინძლდით დესერტით მეგობრებს. გემრიელად მიირთვით!
ამ ფუნთუშების მომზადება ნებისმიერი შიგთავსით შეგიძლიათ. სურვილისამებრ შეგიძლიათ შოკოლადი და თხილი ვაშლის, ქიშმიშისა და დარიჩინის ნაზავით, ან ჯემებითა და მურაბებით ჩაანაცვლოთ.
თუ ტკბილეული არ გიყვართ, უბრალოდ მარილიანი შიგთავსით მოამზადოთ, მაგალითად, ხაჭოთი, თევზის კონსერვით, ყველითა და მწვანილით, ძეხვითა და ყველით, მოხარშული კარტოფილით და სხვა.