კეფირზე მომზადებული ფენოვანი ტკბილეული ჩაიზე მისაყოლებლად იდეალურია

539

დღეს Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ კეფირზე მომზადებულ ფენოვან ტკბილეულს. იმდენად გემრიელია, რომ სუფრიდან სწრაფად ქრება.

ცომის ინგრედიენტები:

  • 250 გრ კარაქი
  • 1 ჭიქა (250 მლ) კეფირი
  • 1 პაკეტი (10 გრ) გამაფხვიერებელი
  • 3 ჭიქა (480 გრ) ფქვილი

ნაფშვენის ინგრედიენტები:

  • ¾ ჭიქა (120 გრ) ფქვილი
  • ¾ ჭიქა (150 გრ) შაქარი
  • 100 გრ გახეხილი კარაქი

მომზადების წესი:

  1. კარაქი გახეხეთ, 1 ჭიქა კეფირი, გამაფხვიერებელი და ფქვილი დაუმატეთ. სწრაფი ცომი მოზილეთ და 1 საათით სიცივეში გააჩერეთ.
  2. ნაფშვენი მოამზადეთ: ფქვილი, შაქარი, გახეხილი კარაქი აურიეთ ისე, რომ ნაფშვენი მიიღოთ და მაცივარში შეინახეთ.
  3. ცომი 6 ნაწილად გაყავით. თითოეული დაახლოებით 165 გრ უნდა იყოს.
  4. პირველი ფენა 4-5 მმ სისქეზე გააბრტყელეთ და ნაფშვენის ნაწილი, ზუსტად 70 გრ მოაყარეთ.
  5. ზემოდან მეორე გაბრტყელებული ფენა დააფინეთ, ნაფშვენი მოაყარეთ და ოდნავ ჩააწექით.
  6. ასე ყველა ფენაზე გაიმეორეთ. ბოლო ფენაზე ნაფშვენის დაყრა საჭირო არაა. ნაწილებად, სექტორებად დაყავით.
  7. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35-45 წუთით აცხვეთ.
  8. მზა ფენოვან ტკბილეულს შაქრის ფხვნილი მოაყარეთ და სუფრაზე გაიტანეთ.
  9. გემრიელად მიირთვით!