როგორ მოვამზადოთ ყველის ბურთულები

1818
Fried Mozzarella Balls served at the restaurant. Italian recipe

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ, საფანელში ამოვლებული ყველის ბურთულების რეცეპტს. სწრაფი რეცეპტი სწრაფი კერძისთვის. მისი მომზადება შეგიძლიათ სადღესასწაულო მაგიდებისთვის და ასევე უბრალო შეკრებებისთვისაც.

როგორც სწრაფი კვების კერძები, ასევე ეს ყველის ბურთულებიც არ დააკმაყოფილებენ სწორი კვების მიმდევრების მოთხოვნილებებს. მაგრამ ამ შემწვარი ყველის გემო ყველა დანარჩენს მოეწონება.

ყველის ბურთულები ფრიტურში

ინგრედიენტები

  • 2 კვერცხის ცილა
  • 200გ ყველი
  • 20-30გ ხორბლის ფქვილი
  • 10გ სიმინდის ფქვილი
  • მზესუმზირის ზეთი

მომზადება

1.ცივი ცილა მის ამოქაფებამდე. გახეხილი ყველი და ფქვილი დაუმატეთ ცილას.

2.მოურიეთ მასას. უნდა გამოგივიდეთ წებოვანი ცომის მსგავსი მასა.

3.ცომს მიეცით ბურთულის ფორმა.

4.ბურთულები ამოავლეთ სიმინდის ფქვილში. ასე ისინი ერთმანეთს არ მიეკრობიან.

5.გააცხელეთ ზეთი, მასში მოათავსეთ ფქვილში ამოვლებული ბურთულები. მოამზადეთ მათ დაბრაწვამდე.

6.მზა ბურთულები მოათავსეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა ზედმეტი ცხიმი მოშორდეს.

თქვენ უკვე იცით, ყველის ბურთულების მომზადება, მაგრამ მისი გაუმჯობესება ყოველთვის შეგიძლიათ. ამ ბურთულებში მრავალი სახეობის შიგთავსის მოთავსება შეიძლება. ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო გამოვა მათი ზეთის ნაცვლად ღუმელში გამოცხობა.

როგორც ხედავთ – კულინარია ძალიან სახალისო საქმეა. და ასევე ძალიან გემრიელიც. გისურვებთ წარმატებებს თქვენს ექსპერიმენტებში. გემრიელად მიირთვით!