ბიფსტროგანოვი ძალიან პოპულარული კერძია, რომელიც მე-19 საუკუნეში გაჩნდა. ის წარმოადგენს თხლად დაჭრილი საქონლის ხორცისა და არაჯნის სოუსის ნაზავს.
ამ კერძს აუცილებლად ცხლად მიირთმევენ, რადგან ცივ მდგომარეობაში კარგავს გემობრივ თვისებებს. გარნირად კი საუკეთესოა შემწვარი კარტოფილი ბოსტნეულით.
ინგრედიენტები
- 500 გრ საქონლის ხორცი
- 200 გრ ქამა სოკო
- 1-2 თავი ხახვი
- 2 ს.კ. არაჟანი
- 1 ს.კ. მდოგვი
- 1 ს.კ. ფქვილი
- 1 ს.კ. ზეთი
- 200 მლ წყალი
- მარილი, სუნელები გემოვნებით
მომზადება
- დაჭერით საქონლის ხორცი თხლად, ასევე დაჭერით ხახვი რგოლებად.
- ქამა სოკო გარეცხეთ და თხელ რგოლებად დაჭერით.
- გახურებულ ტაფაზე მოთუშეთ ხახვი ზეთში. დაამატეთ სოკო და შეწვით.
- შეწვით ხორცი ტაფაზე, დაამატეთ ფქვილი და სწრაფად მოურიეთ.
- ხახვსა და სოკოს დაუმატეთ წყალი, არაჟანი, მდოგვი, მარილი და სუნელები.
- ჩააწყვეთ ხორცი სოუსში და მოთუშეთ დარბილებამდე.
მოამზადეთ ხორცი ამ რეცეპტით და დარწმუნდით, რომ ბიფსტროგანოვი ძალიან ნაზი კერძია არომატულ სოუსში. შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!