როგორ მოვამზადოთ ქათმის სალათი

1530
potato salad with fresh radishes and dill in a white bowl on a rustic wooden table

სალათი ხშირად – არის რაიმე კერძის შემავსებელი კომპონენტი, მაგრამ როცა კერძის მომზადების ალები არ გვაქვს სწორედაც, რომ სალათი ითვისებს დამოუკიდებელიი კერძის თვისებებს. ასე იმიტომ ხდება, რომ სალათი შედგება უამრავი ინგრედიენტისგან, რომელიც შეზავებულია მცენარეული ზეთით ან მაიონეზით. დღეს ჩვენ გასწავლით ძლიან ნოყიერი და ამავდროულად საშუალო კალორიულობის სალათის მომზადებას.

სალათი ქათმის ხორცით

სალათი, რომელსაც დღეს ჩვენ განვიხილავთუდავოდ შეგვიძლიავ ვუწოდოთ ქალბატონების. საოცარი გემოები და ცოცხალი ინგრედიენტები თქვენს განწყობას ზამთრის ყველაზე ცივ დღესაც აამაღლებს. ამისათვის დაგჭირდებათ ძალიან ცოტა ინგრედიენტი და სულ რაღაც 30 წუთი. დიდი დრო ფილეს მოხარშვას ხმარდება ასე, რომ თუ უკვე მოხარშული გაქვთ ფილე, მაშინ ამ სალათის მომზადება 15 წუთში შეძლებთ.

ინგრედიენტები

  • 300გ ქატმის ფილე
  • 2 კვერცხი
  • 2 მანდარინი
  • 2 ვაშლი
  • 5 სალათის ფურცელი
  • მაიონეზი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.მარილიან წყალში მოხარშეთ ქათმის ფილე. ამის შემდეგ ფილე გააგრილეთ და დაჭერით.

2.მოხარშეთ კვერცხი. ცილა დაჭერით კუბიკებად, ხოლო გული უნდა გამოიყენოთ სალათის გასაფორმებლად.

3.ვაშლი გარეცხეთ, გატალეთ და კუბიკებად დაჭერით. უმჯობესია გამოიყენოთ მომჟავო მწვანე ვაშლი.

4.მანდარინი გაასუთავეთ და თითოეული ნაყოფი დაჭერით 2-3 ნაჭრად. ოხ ეს ციტრუსისებური არომატი!

5.ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთს და შეკარით მაიონეზით. სალათს მოაყარეთ მარილი და წიწიაკა.

6.გარეცხეთ სალათის ფურცელი ან ჩინური კომბოსტო, დაალაგეთ ბრტყელი თეფშის ძირზე, ხოლო ზემოდან მოათავსეთ სალათი. ეს ყველაფერი გააფორმეთ წვრილად გახეხილი კვერცხის გულით.

მარტივი სალათი ქათმის ხორცით – ძალიან მოუხდება ოჯახურ ან სადღესასწაულო სუფრებს. ლამაზი, მარტივი და გემრიელი. მოამზადეთ და ისიამოვნეთ. გემრიელად მიირთვით!