როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი და არომატული ჩანახი? რეცეპტი ნაბიჯ-ნაბიჯ

6100

ჩანახი უგემრიელესი კერძია, რომელიც ხორცითა და ბოსტნეულით მზადდება. თუ არ გაგისინჯავთ, გირჩევთ აუცილებლად დააგემოვნოთ.

ინგრედიენტები: 

  • ცხვრის ხორცი – 800 გრამი
  • პამიდორი – 1 კილოგრამი
  • ბადრიჯანი – 6 ცალი
  • ხახვი – 200 გრამი
  • დაჭრილი რეჰანი – 1 ჩაის ჭიქა
  • ნიორი – 1 თავი
  • მარილი – გემოვნების მიხედვით

მომზადების წესი: 

ჩანახი ქოთნებში კეთდება. ჩვეულებრივ თითო ულუფას ცალ-ცალკე პატარა ქოთნებში აკეთებენ. ოჯახში ამის პირობები არ არის. მაგრმა 6 კაცის ულუფა კი ერთ ქოთანში შეიძლება გაკეთდეს შემდეგანირად:

  1. ქოთნის ძირში დავაწყოთ ერთი წყება დაჭრილი ხორცი, შემდეგ დავალაგოთ ბადრიჯნები, რომელთაც ჩაჭრილ ადგილებში დატანებული ექნება ხორცისა და ნივრის ნაჭრები;
  2. შემდეგ ჩავალაგოთ ხორცი, ხახვი და პამიდორები;
  3. ზემოდან მოვაყაროთ ნიორი და წვრილად დაჭრილი რეჰანი, მარილი და თავიდანვე მოვაყაროთ ხორცსაც და ბადრიჯანსაც.
  4. ქოთანი შევდგათ ჰაერღუმელში. პირველ ხანებში ვხარშოთ თავდახურული, შემდეგ კი-თავღია.
  5. დაახლოებით 1 ½ საათის შემდეგ ჩანახი მზად იქნება.