როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ქათმის ბარკლები

1400
Chicken Curry

ალბათ ყველას ძალიან უყვარს ქათმის ხორცი. მისგან ამზადებენ, როგორც ყოველდღიურს, დიეტურს და ასევე სარესტორნო კერძებსაც. გემრიელი თეთრი ხორცი, ცილით გაჯერებული უჯრედები ძალიან კარგი ვარიანტია გემრიელი კერძის მოსამზადებლად.

დღეს ჩვენ გასწავლით ქათმის ბარკლების მომზადებას არაჟნის და მდოგვის უგემრიელესი სოუსით. კერძი გამოგივათ არომატული წვნიანი და ნოყიერი.

ქათმის ბარკლები სოუსში

ინგრედიენტები

  • 2 ფირფიტა თხელი ლავაში
  • 6 ქათმის ბარკალი
  • 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 250გ არაჟანი
  • 2 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 150გ დაკონსერვებული ქამასოკო
  • 0,5 ლიმონი
  • 2გ მარილი

მომზადება

1.გამოსაცხობ ფორმას თანაბრად წაუსვით 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. ზემოდან დაალაგეთ ლავაში და მისი კუთხეები საშუალო სიმაღლეზე ამოიყვანეთ.

2.ქათმის ბარკლები გარეცხეთ და გაასუფთავეთ. დაალაგეთ ლავაშზე.

3.სოკოს მოაშორეთ სითხე და შეწვით ზეითუნის ზეთში ტაფაზე.

4.სოკოს დაუმატეთ არაჟანი.

5.სიმწარისთვის დაუმატეთ მდოგვი.

6.გამოწურეთ ლიმონის წვენი და მოაყარეთ მარილი.

7.მირებული სოუსი ქათმის ხორცზე თანაბრად გადაანაწილეთ. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 45 წუთი.

თუ კერძს მეტ სოკოს დაუმატეთ აღარ დაგჭირდებათ გარნირის, ამიტომაც ქათმის ბარკლები დამოუკიდებელ კერძად ჩაითვლება. გარნირად შეგიძლიათ გამოიყენოთ უბრალო ბრინჯი. გემრიელად მიირთვით!