როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი სენდვიჩები კივით

1103

გიყვართ სამზარეულოში ექსპერიმენტების ჩატარება? ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა სცადოთ რაიმე უჩვეულოს მომზადება, ამისათვის საკმარისია, რომ ისეთი პროდუქტები შეურიოთ, რომლებიც საერთოდ არ ეთავსება ერთმანეთს. ასეთი შეუთავსებელი კერძებია სალათები მაიონეზითა და ანანასით, გამომცხვარი ქათამი ქლიავით და სადღესასწაულო სენდვიჩები კივით.

კივის სენდვიჩები

დიახ-დიახ, კივს არა მარტო ტკბილ ბლინებისა და ხილის სალათების, არამედ სენდვიჩის მოსამზადებლადაც იყენებენ. ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ სამი ძალიან უცნაური, მაგრამ გემრიელი სენდვიჩის რეცეპტს, რომლებიც კივით მზადდება.

სენდვიჩი კივითა და ნივრით

ინგრედიენტები

  • 300 გრ ბაგეტი (ფრანგული პური)
  • 150 გრ ყველი
  • 2 ც კივი
  • 2 კბილი ნიორი
  • 40 გრ მაიონეზი
  • 80 გრ კარაქი

მომზადების წესი

  1. დაჭერით ბაგეტი 1 სმ სისქის ნაჭრებად და მშრალ ტაფაზე გამოაშრეთ ორივე მხარეს, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს.
  2. გახუხულ პურს წაუსვით კარაქი.
  3. დახეხეთ ყველი. იმისათვის, რომ მისი დახეხვა გაგიადვილდეთ, გააჩერეთ ყველი საყინულეში ნახევარი საათით.
  4. დაჭყლიტეთ ნიორი და აურიეთ იგი მაიონეზთან და დახეხილ ყველთან ერთად.
  5. ყველიანი მასა სქელ ფენად წაუსვით გახუხულ პურს.
  6. გათალეთ კივი და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, შემდეგ კი დაალაგეთ სენდვიჩის ზედაპირზე.

სენდვიჩი კივით, კვერცხითა და ყველით

ინგრედიენტები

  • 1 ც ბაგეტი (ფრანგული პური)
  • 150 გრ მაგარი ყველი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ც კივი
  • 2 ცკვერცხი
  • 50 გრ მაიონეზი
  • 1 კონა კამა

მომზადების წესი

  1. დაჭერით ბაგეტი 1 სმ სისქის ნაჭრებად.
  2. გამოაშრეთ ბაგეტი მშრალ ტაფაზე. მოხარშეთ კვერცხი და მსხვილად დახეხეთ.
  3. მსხვილად დახეხეთ ყველი და შეურიეთ კვერცხში.
  4. გათალეთ კივი, დაჭერით პატარა ზომის კუბებად და შეურიეთ კვერცხსა და ყველში.
  5. გაარჩიეთ ნიორი, გაჭერით შუაში და წვრილად დახეხეთ.
  6. ყველს დაუმატეთ მაიონეზი, ნიორი, წვრილად დაჭრილი კამა, კივი და კვერცხი და კარგად აურიეთ ერთმანეთში.
  7. მასა მოათავსეთ გახუხულ ბაგეტზე.

სენდვიჩი კივით და ორაგულით

ინგრედიენტები

  • 300 გრ ბატონი (პური)
  • 100 გრ მსუბუქად დამარილებული ორაგული
  • 50 გრ კარაქი
  • 2 ც კივი
  • 1 ც ბულგარული პილპილი

მომზადების წესი

  1. გამოაშრეთ დაჭრილი პური მშრალ ტაფაზე.
  2. დაჭერით ორაგული თხელ ზოლებად.
  3. ბულგარული პილპილი დაჭერით წვრილ ზოლებად. უმჯობესია გამოიყენოთ ყვითელი ან ფორთოხლისფერი პილპილი.
  4. გათალეთ კივი და დაჭერით ზოლებად.
  5. გახუხულ პურს წაუსვით კარაქი და დაწყვეთ ზემოდან ზოლებად დაჭრილი კივი, ორაგული და ბულგარული პილპილი.

გემრიელად მიირთვით!