როგორ მოვამზადოთ მდნარი ყველი

თუ მაღაზიაში შეძენილი მდნარი ყველის ხარისხში ეჭვი გეპარებათ, შეგიძლიათ ხარისხიანი ხაჭო შეიძინოთ და თავად მოამზადოთ. ეს იმაზე მარტივი პროცესი გახლავთ ვიდრე წარმოგიდგენიათ. ყველი გაცილებით გემრიელი და სასარგებლო გამოდის, მისი არომატი კი თავად შეგიძლიათ შეარჩიოთ! თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ სახლში მომზადებული ყველი ყოველგავრი ქიმიური დანამატებისა და კონსერვანტების გარეშე იქნება, მაშინ მისი მომზადება ცდად ნამდვილად ღირს.

მოამზადეთ უბრალო მდნარი ყველი და შემდეგ მას სანელებლები, შემწვარი ბეკონი, სოკო ან თქვენთვის სასურველი სხვა არომატები დაუმატეთ.

ყველის მოსამზადებლად ხაჭო, კარაქი, კვერცხი, სოდა და ნებისმიერი დანამატი დაგჭირდებათ. პროცესი რთული არ გახლავთ, ყველი კი შეგიძლიათ პაშტეტებში, რელეტში, დესერტებში, კერძებში, სალათებსა და სოუსებში გამოიყენოთ.

ინგრედიენტები

  • 500 გრამი საშუალო ცხიმიანობის ხაჭო
  • 0.5 ჩაის კოვზი სოდა
  • 1 ცალი კვერცხი
  • 100 გრამი კარაქი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი
  • 30 გრამი კამა

მომზადების წესი

1. დასაწყისისთვის ხაჭო საწურში გაატარეთ.

2. შემდეგ საწურში გატარებული ხაჭო ქვაბში გადაიტანეთ და კარაქი, მარილი, შაქარი და სოდა დაუმატეთ. სურვილისამებრ შეგიძიათ კამა და სუნელები დაუმატოთ.

3. დაუმატეთ კვერცხი და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

4. მიღებული მასა ორთქლზე დადგით და მუდმივად ურიეთ.

5. 7-15 წუთის შემდეგ მასა დაგლუვდება და შესქელდება, შეგიძლიათ ცეცხლიდან გადმოიღოთ.

6. მდნარი ყველი აჯობებს შუშის ქილებში შეინახოთ. ქილებს ჯერ კარაქი მოუსვით და მხოლოდ შემდეგ მოათავსეთ მათში მდნარი ყველი.

სახლში მომზადებული მდნარი ყველი მზად არის, გემრიელად მიირთვით!