როგორ მოვამზადოთ ლიქიორი “ფრაგოლინო” საშინაო პირობებში

4250

იტალიაში, სახელწოდებით “ფრაგოლინო”, ძალიან პოპულარულია ორი სასმელი-ღვინო, რომელიც ყურძნის სპეციალური ქვესახეობისგან მზადდება და შეუდარებელი მარწყვის ლიქიორი, რომლის რეცეპტსაც სწორედ დღეს გაგიზიარებთ.

ინგრედიენტები 

  • 500 გრ მარწყვი
  • 2 ჭიქა ჭარხლის შაქარი
  • 50 მლ ლიმონის წვენი
  • 250 მლ არაყი
  • 250 მლ წყალი

მომზადების წესი 

კარგად გარეცხეთ მარწყვი, მოაშორეთ ფოთლები და ფრთხილად გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით.

მსხვილი კენკრა შუაზე გაჭერით და ათქვიფეთ ხელის ბლენდერით, რომ მიიღოთ პიურეს მსგავსი მასა.

შემდეგ კარგად გაწურეთ მარწყვის პიურე საცერში.

შაქარს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, მუდმივად მოურიეთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება წყალში. სიროფი კარგად გააცივეთ და დაუმატეთ ლიმონის წვენი.

შეურიეთ სიროფი მარწყვის პიურეს. ჩაასხით არაყი(ან ვისკი) და კარგად მოურიეთ. შემდეგ ნაზავი გადაიტანეთ მინის სუფთა ჭურჭელში.

გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 3-4 დღის განმავლობაში, დრო და დრო შეანჯღრიეთ, საჭიროების შემთხვევაში გაფილტრეთ სასმელი, შემდეგ კი ჩაასხით მინის ბოთლებში და გერმეტულად დალუქეთ. შეინახეთ მაცივარში.

საოჯახო პირობებში მომზადებულ არომატულ, უგემრიელეს ლიქიორს სასიამოვნო და ბუნებრივი ფერი აქვს.