როგორ მოვამზადოთ კარტოფილის ნამცხვარი

2106

კარტოფილი – ეს არამხოლოდ პიურე და ფრია. მისი მომზადება მრავალნაირად არის შესაძლებელი. ფრანგება დიდი ხანია ისწავლეს ეს. სწორედაც, რომ მათ გამოიგონეს “ბულანჟერი”

ბულანჟერი – ეს არის უგემრიელესი ფრანგული გამომცხვარი კარტოფილი, რომელიც პირში დნება. ლამზი პრეზენტაციით “ბულანჟერი” ძალან გავს ყვავილს.

როგორ მოვამზადოთ დესერტი კარტოფილისაგან

ინგრედიენტები

  • 1კგ კარტოფილი
  • 2 ხახვი
  • 60გ კარაქი
  • 400მლ რძე
  • მარილი და წიწაკა

მომზადება

1.გაასუფთავეთ და დაჭერით კარტოფილი თხელ რგოლებად. თუ მას სლაისერის მეშვეობით დაჭრით იქნება იდეალური. გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი. მოათავსეთ მასზე ერთი ფენა კარტოფილი. ხახვი დაჭერით მრგვლად და შემდეგი ფენის სახით მოათავსეთ კარტოფილზე.

2.ფირფიტებად დაალაგეთ ხახვი და კარტოფილი, არ დაგავიწყდეთ თითოეულს მოაყარეთ მარილი და წიწაკა. ბოლო ფენაზე ინგრედიენტები მოათავსეთ განსაკუთრებით ლამაზად.

3.გააცხელეთ რძე და მოასხით აწყობილ ფირფიტებს ისე რომ არ დაიფაროს მთლიანი კონსტრუქცია, მაგრამ რძე აუცილებლად უნდა მოხვდეს კარტოფილის ბოლო ფენასაც.

4.ბოლო ფენას მოასხით გამდნარი კარაქი. ამ შემთხვევაში კარტოფილი არ დაიწვება, პირიქით ლამაზად შეიბრაწება.

5.ფორმას დააფარეთ თავსაფარი ან ფოლგა. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ მოხსენით ფოლგა და ტემპერატურა ჩამოიყვანეთ 180 გრადუსამდე. დაბალ ტემპერატურაზე გამოაცხვეთ 15 წუთის განმავლობაში. საოცრად გემრიელი კარტოფილიც მზად არის!

გამომცხვარი კარტოფილი ფარშის გარეშე, რომ არა ხახვი ეს კერძი ჩაითვლებოდა სრულყოფილად. მისი გემო გამოდის ნაზი, მსუბუქი და უზომოდ გემრიელი.

თუ გსურთ გამომცხვარი კარტოფილი იყოს ცხარე და გემოებით გაჯერებული, მაშინ ფირფიტებს შორის ხახვთან ერტად დაუმატეთ დაქუცმაცებული ნიორი. ახლად გამომცხვარ ” ბულანჟერს” მოაყარეთ გახეხილი ყველი და მწვანილი. გემრიელად მიირთვით!