როგორ მოვამზადოთ კარტოფილის ზრაჟი ხორცით

1432

შემთხვევით წავაწყდი კარტოფილის ზრაჟის რეცეპტს,ამ რეცეპტმა ისე მომხიბლა, რომ იმ წამსვე მათი მომზადების სურვილი გამიჩნდა.კარტოფილის ზრაჟი-ეს თავისებური კარტოფილის ღვეზელია შიგთავსით. ძალიან ხშირად მათ შიგთავსად იყენებენ სოკოს,ხორცს ან კომბოსტოს.

ეს კერძი საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია აი გემო კი საოცარი აქვს.მაგრამ მის მაღალ დონეზე მოსამზადებლად  აუცილებელია პატარა საიდუმლოებების ცოდნა, რომლებსაც ახლავე გაგიმხელთ.

ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ თუ  როგორ მოამზადოთ უგემრიელესი კარტოფილის ზრაჟი,ასევე ჩვენ კიდევ ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ და გეტყვით, რომელი შიგთავსი შესძენს თქვენს კერძს დაუვიწყარ გემოს.

ინგრედიენტები 

  • 2კგ კარტოფილი
  • 800გ ქათმის ფილე
  • 1 ხახვი
  • 2 კვერცხი
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • მარილი გემოვნებით
  • მცენარეული ზეთი

 მომზადება

1.პირველ რიგში კარტოფილი გარეცხეთ,გაფცქვენით და მოხარშეთ. ცომის მოსამზადებლად ჯობია გამოიყენოთ ძველი კარტოფილი. სხვათა შორის თუ კარტოფილს კარგად გარეცხავთ, მისი ქერქისგან შეგიძლიათ მოამზადოთ ძალიან სასარგებლო ბულიონი.

2.ასევე მოსახარშად დადგით ქათმის ფილე.ჩვენი მთავარი კერძი ზრაჟი მალევე იწვება სწორედ ამიტომ გჭირდებათ მოხარშული ფილე, რადგან უმი ფილე იმ მოკლე დროში ვერ ასწრებს მომზადებას.ხორცი გააცივეთ და საკეპ მანქანაში გაატარეთ.

3.მზა ცხელი კარტოფილი აქციეთ პიურედ და დაიწყეთ ცომის მომზადება მანამ,სანამ გაცივდება, რადგან გაციებისას ის კარგავს წებოვნების უნარს.

4.წვრილად დაჭერით ხახვი და შეწვით.ფილეს დაუმატეთ 4 სუფრის კოვზი ბულიონის წყალი(რომელშიც ხორცი იხარშებოდა) და შემწვარი ხახვი.

5.ჩატეხეთ კვერცხი კარტოფილში და ამავე მასაში დაამატეთ ფქვილიც.კარგად აურიეთ(უმჯობესია აურიოთ ხელით).თუ გინდათ, რომ მთლიანი მასა გამოვიდეს რბილი მაშინ გამოიყენეთ კვერცხის გული, რადგან ის კარტოფილის ცომს უფრო დაათხელებს,მაგრამ ამ შემთხვევაში ცომს დასჭირდება მეტი ფქვილი.

6.კარტოფილის ცომისაგან შექმენით ბრტყელი ბურთულები და ამოავლეთ ფქვილში.ბურთულების ცენტრში მოათავსეთ ცოტაოდენი ფილე.კარგად დააფიქსირეთ გვერდები.

7.ცომის გუნდები ორივე მხრიდან შეწვით მცენარეულ ზეთზე.

კარტოფილის ზრაჟს ძალიან უხდება ახალი მწვანილებით შეზავებული სქელი არაჟანი.გემრიელად მიირთვით.