როგორ მოვამზადოთ გოგრის ჩიზქეიქი

2226

ჩიზქეიქი არის ნამცხვარი, რომელიც აჭრილი რძის ყველისგან ან ხაჭოსგან მზადდება, მის ძირითად ფუძედ ხშირად ორცხობილებს იყენებენ. ეს დესერტი უამრავი სახის არსებობს, ზოგიერთს გამოცხობაც არ სჭირდება. დღეს ჩვენ გასწავლით, როგორ მოამზადოთ გოგრის ჩიზქეიქი. ეს რეცეპტი აუცილებლად მოეწონება ყველა გოგრის მოყვარულ და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერ ადამიანს.

ამ რეცეპტში არც ფქვილი და არც შაქარია გამოყენებული, რაც ნამცხვარს დიეტურს და ორგანიზმისთვის სასარგებლოდ აქცევს. ჩვენი რედაქცია სიამოვნებით გასწავლით, როგორ მოამზადოთ გემრიელი ჩიზქეიქი ფქვილის, შაქრისა და ორცხობილების გარეშე.

ინგრედიენტები

  • 500 გრ გოგრა
  • 250 გრ ხაჭო
  • 3 ც კვერცხი
  • 50 გრ არაჟანი
  • 2 ს.კ. თაფლი
  • 70 გრ მანანის ბურღული
  • 1 ს.კ. სახამებელი

მომზადების წესი

1. გათალეთ გოგრა და დაჭერით კუბებად. მოათავსეთ იგი ჭურჭელში, დაახურეთ თავსახური და მოამზადეთ იგი დაბალ ცეცხლზე 25 წუთით.

2. სანამ გოგრა ცივდება, მოამზადეთ ხაჭოს მასა. შეურიეთ ერთმანეთს ხაჭო და კვერცხის გული, შემდეგ დაუმატეთ არაჟანი, მანანი, სახამებელი და თაფლი. მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

3. დააბლენდერეთ გოგრა და დაუმატეთ ხაჭოს ნაზავს.

4. კვერცხის ცილა ათქვიფეთ მდგრად კონსისტენციამდე და თანდათან დაუმატეთ ხაჭოს ნაზავს.

5. საცხობი ფორმის ფსკერზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი და ზემოდან გოგრის ნაზავი დაასხით. გამოაცხვეთ გოგრის ჩიზქეიქი წყლის ორთქლზე, 170 გრადუსზე 45-60 წუთის განმავლობაში. გამომცხვარი ფენა აუცილებლად უნდა გააცივოთ მაცივარში, რადგან ხაჭოს მასა დანას მიეკრობა და მისი დაჭრა გაგიჭირდებათ. იმისათვის, რომ ეს პროცესი გაიმარტივოთ, გამოიყენეთ სველი დანა. საშინაო ჩიზქეიქს შეგიძლიათ ზემოდან თაფლი მოასხათ და პიტნის ფოთლებით გააფორმოთ.

გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს. გემრიელად მიირთვით!