როგორ მოვამზადოთ არომატული მალინის ნამცხვარი

2608

როცა ზაფხულიჯერ შორსაა, ძალიან გვენატრება საზაფხულო გემო. გამოსავალი არსებობს: შეგიძლიათ გამოიყენოთ გაყინული კენკრა.

დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ ძალიან გემრიელი დესერტის რეცეპტს.

კენკრის ნამცხვარი

ეს ნამცხვარი საოცრად არომატული და გემრიელია. აუცილებლად უნდა მოამზადოთ.

ინგრედიენტები

  • 290გ ფქვილი
  • 190გ შაქარი
  • 90გ კარაქი
  • 1 კვერცხი
  • 90მლ რძე
  • 1,5 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • ჟოლო გემოვნებით
  • 1 შეკვრა ვანილი

მომზადება

1.მდნარ კარაქს დაუმატეთ შაქარი, კვერცხი და ათქვიფეთ ხელის სათქვეფით.

2.დაუმატეთ ვანილი და თბილი რძე. ისევ ათქვიფეთ.

3.მიღებულ მასას მოაყარეთ გაცრილი ფქვილი და გამმაფხვიერებელი. ნიჩბით მოზილეთ სქელი ცომი.

4.ფორმა ამოფინეთ პერგამენტით და წაუსვით კარაქი. ჩაასხით ცომი და ზემოდან მოათავსეთ ჟოლო.

ძალიან არ ჩაჭიროთ ჟოლოს, რადგან ცომი ცხვობისას აუცილებლად ამოფუვდება და ისინი ნამცხვრის შიგნით აღმჩნდებიან. გამოაცხვაეთ 180 გრადუსზე 40 წუთი.

5.მზადების პროცესი აკონტროლეთ ხის წკირით. ზემოდან მოაყარეთ შქარის ფხვნილი.

ამ ნამცხვრისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის სასურველი ხილი. მოამზადეთ და ისიამოვნეთ. გემრიელად მიირთვით!