როგორ მოვაზმადოთ ლავაში სახლის პირობებში

1796
Markook - flatbread common in the countries of the Levant.Yufka is a Turkish bread. It is a thin, round, and unleavened flat bread similar to lavash

სახლში ლავაშის მომზადება ძალიან მარტივია. ამისათვის თქვენ არ დაგჭირდებათ არანაერი ცოდნა და ტექნიკა. მხოლოდ ინგრედიენტები და კარგი ტაფა.

ლავაში – უნივერსალური პროდუქტია. დღეს ჩვენ ამ პროდუქტის სახლის პირობებში მომზადებას გასწავლით, რაც მთავარია მარტივად.

ინგრედიენტები

  • 180გ ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 1 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი
  • 100მლ ცხელი წყალი

მომზადება

1.მოამზადეთ ღრმა ჯამი, რათა კომფორტულად იმუშაოთ.

2.გაცერით ფქვილი, დაუმატეთ მარილი და მოურიეთ. ფქვილის ჩაღრმავებაში ჩაასხით ზეთი, ურიეთ კოვზით, ამავდროულად დაამატეთ ცხელი წყალი.

3.ნიჩის მეშვეობით დაიწყეთ ცომის მოზელვა, შემდეგ გააგრძელეთ ხელით. მოზელვის შემდეგ მოათავსეთ პაკეტში და დაასვენეთ 30 წუთი.

4.დასვენების შემდეგ ცომს მიეცით ძეხვის ფორმა და დაჭერით. ნაჭრები გააბრტყელეთ მრგვლად, რაც შეიძლება თხლად. თქვენ უნდა გამოგივიდეთ 30სმ დიამეტრის ბლინები.

5.ბლინები შეწვით მშრალ ტაფაზე ორივე მხრიდან. არ გამოაშროთ ლავაში.

6.გამოიყენეთ პურის ნაცვლად.

ასევე ძალიან გემრიელია ლავაში ყველით და ლორით. უბრალოდ გახეხეთ ხორცი და ყველი, გადაახვიეთ ლავაშში და გამოაცხვეთ მიკროტალღურში 1 წუთი.

ლავაშისგან ამზადებენ ძალიან ბევრ კერძს. აუცილებლად მოამზადეთ და ჩაატარეთ ექსპერიმენტი. გემრიელად მიირთვით!