როგორ გამოვაცხოთ ბატი ღუმელში

1488

ამ მეთოდით გამომცხვარი ბატი არა მხოლოდ საახალწლო, არამედ, ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას გაგილამაზებთ. მისით ყველა სტუმარი აღფრთოვანდება, მომზადება კი სულაც არ გაგიჭირდებათ.

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ გამოაცხოთ ბატი ღუმელში. მის გამოცხობას მხოლოდ 30 წუთი სჭირდება.

ბატი აუცილებლად უნდა იყოს დიდი ზომის და ცხიმიანი. ასე ხორცი საოცრად რბილი გამოვა. გარდა გამომცხვარი ბატისა, თქვენ 6 ლ არაჩვეულებრივ ბულიონსაც მიიღებთ, რაც 2 ქვაბით ბორშისთვისაც გეყოფათ, ხოლო ბატის ცხიმისგან შეგიძლიათ მოამზადოთ ნახველისა და ბრონქიტის საწინააღმდეგო კომპრესები.

ინგრედიენტები

  • 1 ბატი წონით 3,8-4 კგ
  • 3,5 ს.კ. მარილი
  • 4-5 ც დაფნის ფოთოლი
  • 10 ც ბაჰარის მარცვალი
  • 1 ჩ.კ. შავი პილპილი
  • 2 ს.კ. გამხმარი კამა
  • 1 ოხრახუშის ფესვი
  • 2 ც ხახვი
  • 1 ჩ.კ. 5 სახეობის პილპილის ნარევი
  • 2 თავი ნიორი

1. ბატის ხორცი კარგად გარეცხეთ გამდინარ წყალში. მოაშორეთ დარჩენილი ბუმბული და მსუბუქად დაბრუწეთ ფრინველი, რომ მოაშოროთ ბუსუსები.

2. გამოაცალეთ შიდა ცხიმი და გაწმინდეთ ბატი შიგნიდან ქაღალდის ხელსახოცით.

3. სპეციფიური სუნის მოსაშორებლად და მომზადების პროცესის დასაჩქარებლად არ არის აუცილებელი მისი მოხარშვა. ამისთვის დიდი ზომის ქვაბი, ან ემალის სათლიც გამოგადგებათ.

4. ჩაყარეთ სათლში ან ქვაბში 4-5 ც დაფნის ფოთოლი, 2,5 ს.კ. მარილი, ბაჰარის მარცვლები, კამა, ოხრახუშის ფესვი, შავი პილპილი, ხახვი, შუაზე გაჭრილი და გარჩეული ერთი თავი ნიორი.

5. მოათავსეთ ბატი სათლში და დაასხით წყალი წყლის დონე არ უნდა აღემატებოდეს სათლის კუთხეებისგან 5 სმ-ზე მეტს. ჩვეულებრივ, სათლი 5,5-6 ლ სითხეს იტევს.

6. მაღალ ცეცხლზე დაადგით სათლი და ადუღების შემდეგ 40-60 წუთი ხარშეთ ბატი, თუ სათლში ფრინველი ბოლომდე არ ეტევა, ჯერ მისი ზედა ნაწილი ხარშეთ 40 წუთით, შემდეგ კი ქვედა.

7. როდესაც ბატი მოიხარშება, გამორთეთ ცეცხლი და გააჩერეთ ფრინველი 15 წუთით.

8. შემდეგ ამოიღეთ ბატი ბულიონიდან და ნივრის, 5 სანელებლის ნარევის და 1 ს.კ. მარილის მშრალ ნაზავში ამოსვარეთ. არ დაგავიწყდეთ ფრინველის შიგნითა ნაწილის შესუნელებაც, არომატისთვის რამდენიმე კბილი ნიორიც მოათავსეთ მასში.

9. საცხობ ფორმაზე დააფინეთ ფოლგა და მოათავსეთ მასზე ბატი, ფრინველის ფეხები ძაფით შეკარით, რომ მისი კარკასი არ დაიშალოს. საცხობ ლანგარზე დაასხით 3-4 ს.კ. ბულიონი და მოათავსეთ ბატი ღუმელში.

10. გამოაცხვეთ ბატი 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთით, შემდეგ 10 წუთით-180 გრადუსზე. მეტი დრო არ არის საჭირო. როგორც კი კანი ოქროსფერი გახდება, მაშინვე გამორთეთ ღუმელი.

11. გამომცხვარ ფრინველს ზემოდან ახლად დაჭრილი მწვანილი მოაყარეთ და უგემრიელესი კერძი მზადაა!

გემრიელად მიირთვით!