როგორ გამოავცხოთ ქათამი და ბრინჯი გოგრაში – გემრიელი და ორიგინალური კერძი, რომელიც თითოეულ თქვენგანს მოეწონება

1821

გოგრა ხორცისა და ფრინველებისგან დამზადებული კერძების ერთ-ერთ საუკეთესო გარნირად ითვლება. მისი რბილობი ჯანსაღი და დაბალკალორიულია. ასევე, გოგრა შეიძლება გამოიყენოთ, როგორც ერთგვარი ქოთანი, რომელშიც დღეს ქათმის გამოცხობას ვეცდებით.

გოგრაში გამომცხვარი ქათამი მარინადში, ბრინჯთან, ხახვთან, ბულგარულ პილპილთან და ვაშლთან ერთად, ძალიან გემრიელი და წარმოუდგენლად არომატული გამოდის. ეფექტური გარეგნობა კი ნებისმიერ სტუმარს გააკვირვებს.

გოგრა ქათმით

ინგრედიენტები

  • 1 ც გოგრა
  • 1 კგ ქათმის ხორცი
  • 120 გრ ბრინჯი
  • 2 ც ბულგარული პილპილი
  • 2 ც ხახვი
  • 2 ც ვაშლი
  • 1 კბილი ნიორი
  • მცენარეული ზეთი
  • ერთი კონა ქინძი (ოხრახუში)
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

ინგრედიენტები მარინადისთვის

  • 5 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 3 ს.კ. სოიოს სოუსი
  • 2 ს.კ. ბალზამისებრი ძმარი
  • ნახევარი ლიმონის წვენი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ს.კ. თაფლი

მომზადების წესი

1. დიდი ოდენობის წყალში ჩაალბეთ ბრინჯი 2 საათით. შემდეგ გაწურეთ და გარეცხეთ.

2. აადუღეთ წყალი, დაუმატეთ მწიკვით მარილი და ბრინჯი. მოადუღეთ და მოხარშეთ ბრინჯი დაბალ ცეცხლზე 15 წუთით. გადაღვარეთ წყალი და ბრინჯი თასში გადაიტანეთ.

3. დაჭერით ქათამი პატარა ნაჭრებად. ტაფაზე გააცხელეთ მცენარეული ზეთი და შეწვით მასში ქათმის ნაჭრები.

4. გოგრას ზედა ნაწილი მოაჭერით და თესლი ამოაცალეთ. ცოტაოდენი რბილობი დატოვეთ გოგრაში. მისი კედლები 1-1,5 სმ სისქის უნდა იყოს. გოგრის თესლი არ გადაყაროთ, გააშრეთ და მიირთვით, იგი ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის.

5. ახლა მოამზადეთ მარინადი. თასში შეურიეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, თაფლი, მცენარეული ზეთი, სოიოს სოუსი, ლიმონის წვენი და ბალზამისებრი ძმარი.

6. ფუნჯით წაუსვით მარინადი გოგრის შიგნითა კედლებს და ქათმის ნაჭრებს.

7. დაჭერით ხახვი, ბულგარული პილპილი, ვაშლი, ოხრახუში და ნიორი.

8. იმავე ზეთში, რომელშიც ქათამი შეწვით, მსუბუქად შეწვით ხახვი.

9. გოგრის ფსკერზე ჩაყარეთ ბრინჯი, ზემოდან ნახევარი ხახვი მოაყარეთ.

10. შემდეგ ქათმის ნახევარი, ხახვი და ხილისა და ბოსტნეულის ნაზავი მოათავსეთ გოგრაში. კვლავ ქათმის ნაჭრები დაალაგეთ და ზემოდან დარჩენილი მარინადი დაასხით.

11. გოგრას ზედა ნაწილი დაახურეთ, წაუსვით მცენარეული ზეთი (ეს გოგრას არ მისცემს გახმობის საშუალებას) და შედგით 190 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში.

12. ერთი საათის შემდეგ მოხადეთ გოგრას ზედა ნაწილი და კიდევ 15 წუთით გამოაცხვეთ, რომ ქათმის ზედა ნაწილმაც იცვალოს ფერი.

13. შეამოწმეთ გოგრა კბილის ჩხირით, თუ ბოსტნეული რბილია, ეს ნიშნავს, რომ კერძი მზადაა.

გემრიელად მიირთვით!