რისი მომზადება შეიძლება სიყვარულის დღისთვის

1030

საკუთარი ხელით მომზადებული გემრიელი კერძები, ჩემი აზრით საყვარელი ადამიანისთვის საუკეთესო საჩუქარია. ტორტი მე ჩავანაცვლე პატარა გულისფორმის დესერტებით. დღეს მე მინდა ძალიან მარტივი ხრიკები გასწავლოთ!

ქაფქეიები ან მინი ტორტი შეყვარებულებისთვის

ინგრედიენტები

  • 50გ შავი შოკოლადი
  • 1 კვერცხი
  • 50გ კარაქი
  • 80გ შაქარი
  • 200გ ფქვილი
  • 0,5 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 100მლ კეფირი
  • 0,5 ჩაის კოვზი სოდა
  • ნაღების კრემი

მომზადება

  1. ცომის მოსამზადებლად ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი, ზეთი, შოკოლადი და დანარჩენი კომპონენტები.
  2. ცომით ამოავსეთ კექსის ფორმები.
  3. ქაღალდის ფორმები მოათავსეთ სილიკონის ფორმებში, კუთხეებში დაალაგეთ ბურთები ან ლობიოს მარცვალი.
  4. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 25 წუთი.
  5. გააფორმეთ კრემით დაკენკრით.

გულები

ინგრედიენტები

  • 4 პატარა გული
  • ყველი
  • ხის წკირი

მომზადება

1.მოხარშეთ გული და მიეცით ფოტოზე ნაჩვენები ფორმა, დააფისირეთ წკირით.

2.მიღებული მოათავსეთ ყველის დისკზე.

მინი პიცცა

ინგრედიენტები

  • 250გ საფუარიანი ცომი
  • 3 სუფრის კოვზი პომიდვრის პასტა
  • ყველი
  • შებოლილი ძეხვი

მომზადება

1.ფქვილიან ზედაპირზე გააბრტყელეთ ცომი. ამოჭერით გულის ფორმები.

2.წაუსვით სოუსი, მოაყარეთ ყველი, მოათავსეთ ძეხვის ნაჭრები.

3.გამოაცხეთ მინი პიცები 180 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!