რისი მომზადება შეიძლება ცოტა ფარშით და ყაბაყით

1090

ცოტა ფარში და ყაბაყი გაქვთ? ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ნამდვილად გაგიჩნდებათ ამ კერძის მომზადების სურვილი.

დღეს ჩვენ მოვამზადებთ: ყაბაყს ფარშით და ყველით, ყაბაყს ფარშით და პომიდვრით, ყაბაყს ბრინჯისა და ფარშის კატლეტებით. 

ამ კერძების მომზადება მარტივია!

ყაბაყი ფარშით და ყველით

ინგრედიენტები

  • 3 ყაბაყი
  • 1 ჭიქა ფარში
  • 3 კვერცხი
  • 100გ ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • ხახვი
  • 100გ მოცარელა
  • სანელებლები და წიწაკა

მომზადება 

1.გახეხეთ ყაბაყი. მოამზადეთ თხევადი ცომი: ღრმა ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, მარილი და ფქვილი.

2.ყაბაყი ამოავლეთ მიღებულ ცომში. ბოსტნეული მოათავსეთ გამოსაცხობ ქაღალდზე და მიეცით კალათის ფორმა. წვრილად დაჭერით ხახვი. ფარში შეკაზმეთ სანელებლებით, ხახვით, წიწაკით და მარილით. მიეცით მრგვალი ფორმა.

3.ფარში მოათავსეთ კალათზე, მოაყარეთ ყველი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 35 წუთი. ფარშის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ კვერცხის გული.

ყაბაყი ფარშით პომიდვრის სოუსში

ინგრედიენტები 

  • 2 ყაბაყი
  • 3 პომიდორი
  • 300გ ფარში
  • 1 ჩაის კოვზი პაპრიკა
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

ინგრედიენტები სოუსისთვის

  • 100გ არაჟანი
  • 40გ კეჩუპი
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი
  • 0,25 ჩაის კოვზი წიწაკა
  • 150მლ წყალი
  • 200გ გახეხილი ყველი

მომზადება

1.ბოსტნეული დაჭერით მრგვლად. ფარშს დაუმატეთ პაპრიკა, მარილი და წიწაკა.

2.გამოსაცხობ ფორმაში მოათავსეთ: ყაბაყი, ფარში და პომიდორი. ამ მეთოდით ააწყეთ კერძი.

3.მოვამზადოთ სოუსი: არაჟანს დაუმატეთ კეჩუპი, მარილი, წიწაკა და წყალი. მოასხით სოუსი კერძს. მოაყარეთ ყველი.

4.კერძს დააფარეთ ფოლგა და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 50 წუთი.

 

ყაბაყის ცხობილა ფარშისა და ბრინჯის კატლეტებით

ინგრედიენტები

  • 100გ ბრინჯი
  • 200გ წყალი
  • 500გ ყაბაყი
  • 100გ გახეხილი ყველი
  • 1 ჩაის კოვზი სანელებლები
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • წიწაკა გემოვნებით
  • 2 კვერცხი

ინგრედიენტები კატლეტისთვის

  • 350გ ფარში
  • 100გ წვრილად გახეხილი ხახვი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • წიწაკა გემოვნებით
  • 1 ჩაის კოვზი პაპრიკა
  • კარაქი
  • 50გ ყველი

მომზადება

1.ნახევრად მოხარშეთ ბრინჯი. გახეხეთ ყაბაყი და გამოწურეთ. ღრმა ჯამში მოათავსეთ ბრინჯი, ყაბაყი და ყველი. დაუმატეთ კვერცხი, მარილი, სანელებლები და დაჭყლეტილი ნიორი.

2.ფარშს დაუმატეთ გახეხილი ხახვი, პაპრიკა, მარილი და წიწაკა. გაყავით 6 ნაწილად. თითოეული ნაწილი დაააბურთავეთ და მასში მოათავსეთ ყველი.

3.გამოსაცხობი ფორმა დაამუშავეთ ცხიმით, ჩაყარეთ ყაბაყისა და ბრინჯის მასა და კარგად დატკეპნეთ. ჩააღრმავეთ 6 ადგილას და მოათავსეთ ფარში. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 40 წუთი.

მარილის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სოიოს სოუსი.

გემრიელად მიირთვით!