რისგან მოვამზადოთ მარციპანი საახალწლოდ სახლის პირობებში

1402

ჩემს ბავშვობაში მარციპანი არიყო, მაგრამ ახლა ნებისმიერ მაღაზიაში შეხვდებით მას. მე ძალიან მიხარია, რომ სახლშ შემიძლია მისი მარტივად მომზადება.

ეს ტკბილეული დიდი ისტორიის მატარებელია. მისი მომზადება არ არის რთული.

მარციპანს მე ხშირად ვუმატებ დესერტებს.

მარციპანი სახლის პირობებში

ინგრედიენტები

  • 150გ ნუში
  • 60მლ წყალი
  • 150გ შაქარი
  • ნუშის არომატიზატორი გემოვნებით

მომზადება

1.ნუში მოათავსეთ ჯამში, მოასხით ცხელი წყალი. დაელოდეთ 5 წუთი, გადაასხით წყალი და ისევ მოასხით ცხელი წყალი.

მოაშორეთ ქერქი და გააშრეთ.

2.ნუში მოათავსეთ ტაფაზე და გააშრეთ. მათი გაშრობის შემდეგ, შეინახეთ მაცივარში 20 წუთი.

3.დააბლენდერეთ ნუში.

4.წყალში გახსენით შაქარი. მოურიეთ, შაქრის გალღვობამდე. მოხარშეთ საშუალო ცეცხლზე.

სიროპი უნდა იყოს სქელი, მაგრამ არ უნდა გავდეს კარამელს.

5.მზა სიროფი ჩაასხით ბლენდერში ნუშთან. ათქვიფეთ. მოათავსეთ თეფშზე, დაუმატეთ არომატიზატორი და სილიკონის ნიჩბით კარგად მოურიეთ.

6.ამ მეთოდით მომზადებული მარციპანის შენახვა შეგიზლიათ 1 თვე მაცივარში ან 3 თვწ საყინულეში.

გემრიელად მიირთვით!