გემრიელი, ჰაეროვანი ფუნთუშები ხაჭოსა და ქიშმიშის შიგთავსით.
ამ რეცეპტით ძალიან მარტივად მოამზადებთ.
ინგრედიენტები
ცომისთვის
- ხორბლის ფქვილი 400გ
- კარაქი 50გ
- რძე 200მლ
- შაქარი 3 სუფრის კოვზი
- კვერცხი 1 ცალი
- საფუარი 1 ჩაის კოვზი
- მცენარეული ზეთი 3 სუფრის კოვზი
- მარილი 1/2 ჩაის კოვზი
შიგთავსისთვის
- ხაჭო 250გ
- ქიშმიში 70-80გ
- კვერცხის გული 1 ცალი
- შაქარი 80გ
მომზადება
- თბილი რძე ჩაასხით ჭიქაში.
- დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი შაქარი და მშრალი საფუარი.
- მოურიეთ, მოაყარეთ 2 სუფრის კოვზი ფქვილი.
- ისევ მოურიეთ და დაროვეთ თბილ ადგილას 15-20 წუთი.
- ღრმა ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ შაქარი.
- შემდეგ, დაუმატეთ მარილი და გამღვალი კარაქი.
- კარგად მოურიეთ მიღებულ მასას და დაუმატეთ თავდაპირველს.
- არ იჩქაროთ, ფრთხილად მოურიეთ.
- ნელ-ნელა დაუმატეთ გაცრილი ფქვილი.
- მოზილეთ ცომი. შემდეგ, ჩაასხით მცენარეული ზეთი (სურნელის გარეშე).
- ისევ მოურიეთ ცომს და გადაიტანეთ ფქვილით დამუშავებულ სამუშაო მაგიდაზე.
- კარგად დაამუშავეთ ცომი და გადაიტანეთ სუფთა ჯამში.
- ცომს დააფარეთ პირსახოცი, მოათავსეთ თბილ ადგილას და დაელოდეთ 1-1,5 საათი.
- მაგიდაზე მოფანტეთ ფქვილი და გააბრტყელეთ ცომი.
- ცომს მიეცით ძეხვის ფორმა და დაყავით ტოლ ნაწილებად.
- თითოეული ნაწილი დააბურთავეთ და გადააფარეთ პირსახოცი.
- სანამ ცომი ფუვდება, მოვამზადოთ შიგთავსი.
- ჯამში მოათავსეთ ხაჭო, დაუმატეთ კვერცხის გული.
- მოაყარეთ შაქარი და ქიშმიში (ქიშმიში გარეცხეთ ცხელი წყლით და გააშრეთ).
- მოურიეთ კოვზით. შიგთავსი მზად არის!
- ცომის ბურთულას ოდნავ ჩააჭირეთ ხელი და გააბრტყელეთ.
- ცენტრში მოათავსეთ შიგთავსი, შეაერთეთ კუთხეები.
- ფუნთუშა დაამრგვალეთ.
- გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ ამოფინეთ პერგამენტით, გადაიტანეთ მასზე ფუნთუშები.
- ფუნთუშებს გადააფარეთ პირსახოცი და დაელოდეთ 20 წუთი.
- ფუნთუშებს წაუსვით ათქვეფილი კვერცხი.
- გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20-30 წუთი.
გემრიელად მიირთვით!