რბილი ფუნთუშას ორიგინალური რეცეპტი ბურგერებისთვის

469

რა არის ბურგერი? რამდენიმე ნაჭერი ხრაშუნა პური, რამდენიმე სალათის ფურცელი, კატლეტი, ყველი და რამდენიმე სახეობის ბოსტნეული. სახლში ნებისმიერი სენდვიჩი სწრაფი კვების პროდუქტიდან დაბალანსებულ საკვებად შეგიძლიათ გადააკეთოთ. თუ გსურთ, რომ თავიდან ბოლომდე ნატურალური და სასარგებლო იყოს, ბურგერებისთვის შინაურული ფუნთუშები გამოაცხვეთ.

მაღაზიაში ნაყიდი ფუნთუშა ისეა მომზადებული, რომ კვირაობით შეინახონ და არ გაფუჭდეს. თან გემრიელი არაა, თუ წინასწარ ტაფაზე არ შეწვავთ. რა საჭიროა ამის გაკეთება, თუ ჰამბურგერის პური სახლში შეგიძლიათ გამოაცხოთ.

ინგრედიენტები:

  • 650 გ ხორბლის ფქვილი
  • 370 მლ რძე
  • 1 ს/კ თაფლი
  • 2 ს/კ წყალი
  • 1 ჩ/კ მზესუმზირას ზეთი
  • 75 გ კარაქი
  • 2 კვერცხი
  • 7 გ მშრალი საფუარი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 ს/კ სეზამი

მომზადების წესი:

1. გახსოვდეთ, რომ ინგრედიენტები ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს, ამიტომ კვერცხი მაცივრიდან წინასწარ გამოიღეთ. რძე და კარაქი შეათბეთ. კარაქს 5 წუთით გაგრილება აცადეთ.

2. საფუარი 2 ს/კ თბილ წყალში გახსენით. გასააქტიურებლად 5 წუთით გააჩერეთ. შემდეგ კარაქი, რძე, თაფლი და შაქარი დაუმატეთ.

3. ფქვილი ნაწილ–ნაწილ დაუმატეთ და რბილი ცომი მოზილეთ (მარილი ბოლოს დაუმატეთ).

4. მცენარეული ზეთი წაუსვით და თბილ ადგილას 1,5-2 საათით გააჩერეთ. ცომი 12 ნაწილად დაყავით და დააგუნდავეთ.

5. ბურთები პერგამენტ დაფარებულ და ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. პარკი ან პირსახოცი დააფარეთ და კიდევ 1 საათით გააჩერეთ.

6. კვერცხი ათქვიფეთ და ფუნთუშებს წაუსვით. სეზამის თესლი მოაყარეთ და 200 გრადუსზე 15-18 წუთით აცხვეთ.

ბევრი ფუნთუშა გამოვა. რაც მეტი, მით უკეთესი. მითითებული რაოდენობით 12 ცომის ნაჭერი გამოდის, რაც ბურგერისთვის 12 იდეალური ბაზაა. არა მხოლოდ ბურგერისთვის: წვნიანს, რაგუს და სხვა ნოყიერ კერძებს შეგიძლიათ დაუმატოთ. გემრიელი ბუტერბროდიც შეგიძლიათ გააკეთოთ. თუ საჭიროზე მეტი ფუნთუშა გამოვიდა, უბრალოდ საყინულეში შეინახეთ. გემრიელად მიირთვით!