არომატული, ფხვიერი და უჩვეულოდ გემრიელი გოგრის ფხვიერი ორცხობილა ჩაიზე მისაყოლებლად

687

Gastronomia.ge-ს რედაქცია ჩაიზე მისაყოლებლად გემრიელ დესერტს, გოგრის ფხვიერ ორცხობილას გთავაზობთ.

ინგრედიენტები:

  • 200 გრ გასუფთავებული გოგრა
  • 100 გრ რბილი კარაქი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 1 მწიკვი სოდა
  • მცენარეული ზეთი

მომზადების წესი:

  1. გოგრა წვრილ სახეხზე გახეხეთ ან ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ.
  2. რბილი კარაქი, შაქარი, სოდა და ფქვილი დაუმატეთ. რბილი ცომი მოზილეთ და 15 წუთით გააჩერეთ.
  3. ცომი 1,5 სმ სისქის ფირფიტად გააბრტყელეთ.
  4. ფორმით ან ჭიქის ძირით ორცხობილები გამოჭერით.
  5. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ, ცოტა მცენარეული ზეთი წაუსვით და მზა ორცხობილები გადაიტანეთ.
  6. 200 გრადუსზე ნახევარი საათით აცხვეთ.
  7. სურვილის შემთხვევაში, კაკალი დაუმატეთ და მზა ორცხობილას შაქრის ფხვნილი მოაყარეთ.
  8. გემრიელად მიირთვით!