რბილი და ჰაეროვანი კექსი : უგემრიელესი დესერტი

2251

ეს კექსები მზადდება ძალიან სწრაფად და მარტივად.

ცხობილა გამოდის ფაფუკი და ჰაეროვანი.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 200გ
  • გამაფხვიერებელი 10გ
  • კვერცხი 4 ცალი
  • კარაქი 80მლ
  • რძე 60მლ
  • მცენარეული ზეთი 80მლ
  • შაქარი 150გ
  • მწიკვი მარილი
  • ერთი ლიმონის ქერქი
  • შაქარი მოსაყრელად

მომზადება

  1. გაალღვეთ კარაქი.
  2. ღრმა ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ მარილი.
  3. კვერცხს მოაყარეთ შაქარი და ათქვიფეთ მიქსერით.
  4. გათალეთ ლიმონი და დაუმატეთ კვერცხის მასას.
  5. თუ ლიმონის გემო დიდად არ მოგწონთ, მაშინ დაუმატეთ 1 კოვზი ვანილი.
  6. გააგრძელეთ თქვეფა და დაუმატეთ გამღვალი კარაქი.
  7. ჩასხით ზეთი და რძე.
  8. მოაყარეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი.
  9. კარგად ათქვიფეთ. ცომი მზად არის.
  10. ცომი უნდა გამოგივიდეთ თხხევადი.
  11. ჯამს ააფარეთ ხელსახოცი და შეინახეთ მაცივარში 1 საათი.
  12. ფორმები ამოფინეთ ქაღალდით.
  13. ჩაასხით ცომი ფორმაში, ამოავსეთ ფორმის 2/3 ნაწილი.
  14. მოაყარეთ შაქარი და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 10 წუთი.

გემრიელად მიირთვით!