რატომ უნდა დავუმატოთ კოტლეტებს ბულგარული პილპილი

1550

ყოველთვის მიყვარდა ზაფხულის დასასრული ბოსტნეულისა და ხილის სიუხვის გამო. ეს პერიოდი საუკეთესოა კულინარიული ექსპერიმენტებისთვის!

გემრიელი კოტლეტების მარტივი რეცეპტი

ფარშისგან დამზადებული კოტლეტების მარტივი რეცეპტი სხვადასხვა დანამატით, ჩემი უდიდესი სისუსტეა. ფერადი და ახალი ინგრედიენტების წყალობით, კოტლეტები ძალიან ლამაზი და ფაფუკი გამოდის.

ამ რეცეპტში გამოიყენება ამ პერიოდისთვის აქტუალური ბოსტნეული: ბულგარული პილპილი და ხახვი. ზამთარში კი მოამზადეთ კოტლეტები თეთრი კომბოსტოსგან.

ინგრედიენტები

  • 500 გრ ხორცის ფარში
  • 2 ს.კ. სოიოს სოუსი
  • 1 ც ბულგარული პილპილი
  • 1 ც წითელი ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 კონა კამა
  • 1 ც კარტოფილი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით
  • პურის ნამცეცები

მომზადების წესი

1. თავდაპირველად მოამზადეთ ბოსტნეული. სურვილისამებრ დაჭერით კამა, პილპილი და ხახვი. შემდეგ დააბლენდერეთ.

2. ფარშს დაუმატეთ დაბლენდერებული ბოსტნეული და მოურიეთ. ამ კოტლეტების მოსამზადებლად გირჩევთ გამოიყენოთ თანაბარი რაოდენობის ქათმის, ძროხისა და ღორის ხორცის ფარში.

3. წვრილად გახეხეთ კარტოფილი და ნიორი. ამ ინგრედიენტებს დაუმატეთ ხორცი და დაასხით სოიოს სოუსი. მოზილეთ ფარში კიდევ ერთხელ და დაამზადეთ კოტლეტები.

4. პურის ნამცეცებში ამოავლეთ კოტლეტები.

5. შემდეგ შეწვით კოტლეტები საშუალო ცეცხლზე ორივე მხარეს. გემრიელად მიირთვით!

ყველაზე ხშირად, ამ კოტლეტებს ბრინჯთან ან წიწიბურასთან ერთად მივირთმევ, თუმცა შეგიძლიათ ასევე მიირთვათ სალათებთან ერთად.