რატომ არ ვამზადებ კატლეტებს ღორის ხორცისგან?

651

ქათმის ფარში ძალიან გამოსადეგია კატლეტებისთვის. უმჯობესია გამოვიყენოთ ფილე. ქათმის ხორცი ძალიან მსუბუქ პროდუქტად ითვლება, მისი მომზადება შეიძლება ორთქლზე, ღუმელში და ტაფაზე.

რამდენიმე რჩევა, რაც იდალური კატლეტების მომზადებაში დაგეხმარებათ.

1.მომზაებამდე ხორცი აუცილებლად უნდა გავრეცხოთ, გავაშროთ ქაღალდის ხელსახოცით. უმჯობესია ხორციბასრი დანით წვრილად დავაქუცმაცოთ.

2.მზარეულები ხორცს მაგიდაზე დარტყმით ბეგვავენ. ამ მეთოდით დახმარებით კატლეტებიდან გამოიყოფა დარჩენილი ჟანგბადი. დაბეგვილი ხორცის კატლეტები არ იფშვნება.

3.კატლეტები უნდა იყოს საშუალო ზომის.

4.დაისველეთ ხელი წყლით და მიეცით კატლეტებს ფორმა.

ჩვენი იდეალური ფარში მზად არის, დროა მოვამზადოთ მისგან კატლტები. მე შემოგთავაზებთ 3 საოცარ რეცეპტს, ასე რომ არჩევანი თქვენზეა.

ინგრედიენტები

  • 400გ ქათმის ფარში
  • 2 ქათმის კვერცხი
  • 50გ შვრიის ფანტელი
  • მარილი და მწვანილი

ქათმის კატლეტები “ფიტნესი”

  1. შვრიის ფანტელს დაუმატეთ კვერცხი და ნაღები, დაელოდეთ ამოფუებას. დაჭერით კამა და დაუმატეთ ფარშს ამოფუებულ ფანტელებთან ერთად.
  2. მოზილეთ ფარში დაახლოებით 5 წუთი და დაბეგვეთ. სველი ხელით მიეცით კატლეტის ფორმა. უნდა გამოგივიდეთ დაახლოებით 8 ცალი. შეწვით ტაფაზე ორივე მხრიდან.
  3. კატლეტების მომზადება ორთქლზეც შეგვიძლია. ისინი 15 წუთში მზად იქნება. ღუმელში გამოცხობის შემთხვევაში, ისინი უნდა მოათავსეთ ღრმა ფორმაში, ჩაასხით წყალი და 150 გრადუსზე გაახურეთ ღუმელი.

შემდეგ რეცეპტს, თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ტრადიციული.

ინგრედიენტები

  • 600გ ქათმის ფარში
  • 150გ თეთრი პური
  • 200მლ რძე
  • 100გ ხახვი
  • 70მლ ცხიმიანი ნაღები
  • მარილი და წიწაკა

ქათმის უნაზესი კატლეტები

1.რძეში ჩაალბეთ პური და შემდეგ გამოწურეთ. ფარშს დაუმატეთ პური და გადაურიეთ. ახლა უნდა მოვამზადოთ ხახვი.

2.დაჭერით ხახვი მრგვლად, შეწვით ტაფაზე და დააბლენდერეთ. მთავარია შერევისას ფარში არ გაცხელდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაკარგავს სტრუქტურას. ამიტომ ხახვი უნდა გაგრილდეს. შეაერთთ ინგრედიენტები, დაუმატეთ მარილი, წიწაკა და ნაღები.

3.კარგად მოურიეთ ფარშს, მიეცით კატლეტების ფორმა.

4.შეწვით ტაფაზე ორივე მხრიდან. მოათავსეთ ჯამში და მოასხით რზე, რომელიც პურისგან დარჩა. მოასხით ცოტა წყალი და მოათასვეთ ღუმელში 20 წუთი.

ამ რეცეპტში შემოგთავაზებთ სოკოს და ყველის კატლეტებს

ინგრედიენტები კატლეტებისთვის

  • 600გ ქათმის ფარში
  • 200გ თეთრი საფანელი
  • 2 კვერცხი
  • 80გ შემწვარი ხახვი
  • 30მლ ცხიმიანი ნაღები
  • 30გ ჩვეულერივი საფანელი
  • მარილი და წიწაკა

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 5 ცალი ქამა სოკო
  • 100გ ყველი
  • კამა

მომზადება

1.დავიწყოთ შიგთავსით. წვრილად დაჭერით სოკო და მოთუშეთ ტაფაზე. დაჭერით ყველი, დაუმატეთ კამას და სოკოს.

2.მოამზადეთ ხახვი ისე, როგორც წინა რეცეპტში, შემდეგ დაუმატეთ ფარშს. მოაყარეთ ჩვეულებრივი საფანელი. კარგად მოზილეთ ფარში.

3.ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, თეთრი საფანელი დაყარეთ ბრტყელ თეფშზე. ხელი დაისველეთ წყალში და მიეცით კატლეტებს ფორმა. მოათავსეთ მასში შიგთავსი და მჭიდროდ შეაწებეთ.

4.ამოავლეთ კვერცხში და შემდეგ საფანელში. შეწვით ტაფაზე 4-5 წუთი.

5.მოათავსეთ ღუმელში 15 წუთი 150 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!