რა არის ელარჯის მომზადების მთავარი საიდუმლო?!

3420

ელარჯის მთავარი საიდუმლო კარგი ხარისხის, ახალი, რძიანი სულგუნია. ძველად ელარჯს მეგრულ სამზადში, ცეცხლზე ხარშავდნენ. კვამლისგემოდაკრული, საუკეთესო ღომისა თუ სიმინდის ღერღილისგან დამზადებული ელარჯი კარგად უნდა იწელებოდეს.

მოსამზადებლად დაგვჭირდება:

ინგრედიენტები:

  • სიმინდის ფქვილი – 70 გ
  • სიმინდის ღერღილი -350 გ
  • სულგუნი – 500 გ (გახეხილი)
  • წყალი – 700 მლ

მომზადების წესი:

  1. ღერღილი კარგად გარეცხეთ, გადაწურეთ და თუჯის ქვაბში ჩაყარეთ. დაუმატეთ წყალი ისე, რომ სითხე ბურღულს სულ მცირე 2 სმ-ით აღემატებოდეს. დადგით დაბალ ცეცხლზე და თავდახურული ადუღეთ. თუ აქაფება დაიწყო, ოდნავ მოხადეთ სახურავი.
  2. დაახლოებით 35 წუთს ხარშვის შემდეგ ღერღილი შეამოწმეთ. თუ დარბილებული და მოხარშულია, მაშინ დაამატეთ სიმინდის ფქვილი და მიიღებთ ფაფისებურ მასას; თუ არა, გააგრძელეთ ხარშვა დარბილებამდე. დროდადრო ურიეთ ხის ბრტყელი კოვზით.
  3. სიმინდის ფქვილი რომ გაიხსნება, დაუმატეთ გახეხილი სულგუნი. დაუმატეთ გახეხილი სულგუნი. ურიეთ, სანამ ერთგვაროვან, წელვად მასას არ მიიღებთ.

ელარჯის რეცეპტი უკვე გაქვთ, შეგიძლიათ შეუდგეთ მის მომზადებას. წარმატებებს გისურვებთ!