ამ ღვეზლის ფირფიტა ტკბილია, ამიტომ ძალიან უხდება მომჟავო ჟოლო. თუ სუფრასთან თბილს მიიტანთ, თითოეულ ულუფას თითო კოვზი ვანილის ნაყინი დაუმატეთ.
ინგრედიენტები:
ფირფიტა
- 375 გ ფქვილი
- 1 ჭიქა შაქრის პუდრი
- 200 გ კუბებად დაჭრილი მარილიანი კარაქი
- 2 მოზრდილი კვერცხის გული
- 2 სუფრის კოვზი ცივი წყალი
გულსართი
- 1 ჭიქა ქოქოსის ფანტელი
- 1/3 ჭიქა გამდნარი კარაქი
- 1/3 ჭიქა შაქრის ფხვნილი
- 3 სუფრის კოვზი ნაღები
- 2 მოზრდილი კვერცხის გული
- 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
- 4 ჭიქა ცოცხალი ჟოლო
- 1 სუფრის კოვზი რძე
- შაქრის პუდრი ზემოდან მოსაყრელად
მომზადების წესი:
- ფქვილი, შაქრის პუდრი და კარაქი კომბაინში შეურიეთ. მასა ფხვიერი უნდა გახდეს. კვერცხის გულები და წყლის ნახევარი რაოდენობა დაუმატეთ, თუ საჭირო გახდა, ცოტაოდენი კიდევ დაუმატეთ, ცომი ისე მოზილეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.
- მოაგუნდავეთ, ცელოფანში შეფუთეთ და 30 წუთით მაცივარში შედგით.
- ოდნავ ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე ცომი ორ ნაწილად გაყავით, გააბრტყელეთ 5 მმ-ის სისქეზე.
- ცომის ერთი ნაწილი ფორმაში ჩადეთ და გვერდები შემოუსწორეთ. ცომის მეორე ნაწილი თეფშზე მოათავსეთ და ორივე კიდევ 30 წუთით მაცივარში შედგით.
- ელექტროღუმელი 180 გრადუსამდე გაახურეთ (აირღუმელი დააყენეთ ნიშნულზე – 4).
- ცომის ფორმას ფოლგა ან პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ, ზედ სიმძიმე მოათავსეთ.
- აცხვეთ 15 წუთი, ვიდრე ცომი შეყავისფრდება. ფოლგა (ან ქაღალდი) მოხსენით და დროებით გვერდზე გადადგით.
- 3/4 ჭიქა (90 გ) ქოქოსი, კარაქი, შაქრის ფხვნილი, ნაღები, 1 კვერცხის გული და ვანილი, საშუალო ზომის ჯამში შეურიეთ. დაუმატეთ ჟოლო და კარგად აურიეთ.
- გულსართი კოვზით ჩადეთ ფირფიტაში.
- ცომის მეორე ნაწილი გააბრტყელეთ და გულსართს დააფარეთ. ზედმეტი ცომი მოაჭერით. ღვეზლის შუაგულში ორი ნასვრეტი გაუკეთეთ, რომ ცხობისას ორთქლი გამოუვიდეს.
- დარჩენილი კვერცხის გული და რძე მცირე ზომის ჯამში ათქვიფეთ და ნამცხვარს ფუნჯით გადაუსვით. ზემოდან მოაყარეთ დარჩენილი ქოქოსი.
- გამოაცხვეთ 20-25 წუთის განმავლობაში, სანამ შეყავისფრდება.
- შაქრის პუდრი მოაყარეთ და სუფრასთან თბილი ან ოთახის ტემპერატურამდე გაგრილებული მიიტანეთ.