პომიდვრის კონსერვის ეს რეცეპტი მამაჩემმა გამიზიარა. მერწმუნეთ, პომიდორი ძალიან ბევრი რეცეპტით მომიმზადებია, მაგრამ ასეთი ბუნებრივი გემო არცერთს ჰქონია!
- თუ აქამდე პომიდვრის კონსერვი ამ რეცეპტით არ მოგიმზადებიათ, აუცილებლად სცადეთ! დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოგეწონებათ.
- მის მოსამზადებლად ყოველთვის ორი სახის პომიდორს ვყიდულობ.
- ერთი სახის პომიდვრებს ქილაში მთელს ვათავსებ.
- მეორე სახის პომიდვრები კი წვნიანი და დიდი ზომისაა, რომლებსაც წვენისთვის ვიყენებ.
როგორ მოვამზადოთ:
სოდით გარეცხეთ ლიტრიანი ქილები. თითოეულ ქილაში მოათავსეთ კამის ღეროები, თითო კბილი ნიორი, 2-3 ბაჰარის მარცვალი, 4-6 შავი პილპილის მარცვალი, 1 ც დაფნის ფოთოლი და 2-3 ნაჭერი ცხარე წიწაკა (0,5 სმ-იანი ნაჭრები).
მჭიდროდ ჩაალაგეთ პომიდვრები. მე 2 კგ პომიდორს ვათავსებ 3 ლიტრიან ქილაში.
მოამზადეთ წვენი:
- პომიდორს ვჭყლეტ, თუ ისინი ძალიან წვნიანია, 1 კგ-დან 1 ლიტრი წვენი გამოდის და 2 ქილას ავსებს. თუ ზედმეტი წვენი მოგრჩათ, შეგიძლიათ პომიდვრების გარეშე მოხუფოთ, იგი წარმოუდგენლად გემრიელი გამოდის.
- გაზომეთ წვენის მოცულობა და გათვალეთ, რამდენი მარილი და შაქარი უნდა დაუმატოთ.
- 1,5 ლ წვენს უნდა დაუმატოთ 1 ჭიქა შაქარი (45 გრ) და 0,5 ჭიქა მარილი (30-35 გრ)
- დაადგით წვენი ცეცხლზე, ადუღეთ 5 წუთით, შემდეგ კი პომიდვრით სავსე ქილებში ჩაასხით, მაგრამ ბოლომდე არ გაავსოთ.
- დაახურეთ ქილებს თავსახური და მოათავსეთ ქვაბში სტერილიზაციისთვის.
- ლიტრიანი ქილები დაასტერილეთ 15-20 წუთით. 20 წუთის შემდეგ მოხუფეთ, ჩააბრუნეთ ქილები და შეფუთეთ თბილ ადეალაში სანამ მთლიანად გაცივდება.
გემრიელად მიირთვით!