პიტნის შაქრის რეცეპტი ზამთრისთვის

2198

პიტნა სასურველი დანამატია ლიმონათებში და კარგი დამამშვიდებელი საშუალებაა. ამ ბალახის სარგებელი ცნობილია საუკუნეების განმავლობაში. თუ ეზოში იზრდება პიტნა, მას აუცილებლად ახმობენ, რომ მიირთვან პიტნის ჩაი ზამთრის ცივ დღეებში.

მაგრამ გამომშრალი პიტნა სუფთა მდგომარეობაშიც კი ვერ ინარჩუნებს იმ სასიამოვნო არომატს, როგორიც ცოცხალ პიტნას აქვს. ყოველ შემთხვევაში, მისი გემოსა და არომატის ნაწილი იკარგება.

პიტნის შაქარი

მაგიდაზე პიტნის შაქრით სავსე ქილა თქვენი ცხოვრების ყოველდღიურ რიტუალად იქცევა: გარშემო სუფთა პიტნის არომატი იფქვევა, ხოლო საუბრები უფრო ინტიმური ხდება. ეს არომატული დანამატი ძალიან უხდება ნამცხვრებს, ფინჯან ჩაისა და ყავას. ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ სწორად არომატული პიტნის შაქარი ზამთრისთვის.

ინგრედიენტები

  • 200 გრ შაქარი
  • 50 გრ პიტნა

მომზადების წესი

1. კარგად გარეცხეთ პიტნის ღეროები ცივი წყლით. ფრთხილად მოაცილეთ ახალი ფოთლები, თუ მასში დამჭკნარი და გაფუჭებული ფოთოლი მოყვება, შაქარი შესაძლოა მალე გაფუჭდეს.

2. ქაღალდის ხელსახოცზე კარგად გააშრეთ პიტნის ფოთლები.

3. დააბლენდერეთ პიტნის მშრალი ფოთლები.

4. დაუმატეთ მას 100 გრ შაქარი და კვლავ დააბლენდერეთ, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.

5. მიღებული მასა გადაიტანეთ თასში და დაუმატეთ დარჩენილი შაქარი და კოვზით კარგად მოურიეთ.

6. იმისათვის, რომ შაქარი მალე არ გაფუჭდეს, აუცილებლად გარეცხეთ ქილა სოდით და კარგად გამოაშრეთ, რომელშიც შემდგომ პიტნის შაქარს შეინახავთ.

7. მოათავსეთ შაქარი ქილაში. შაქრით სავსე ქილა შეინახეთ მშრალ ადგილას, გერმეტულად დახურულ შეფუთვაში.