ომლეტი ბოსტნეულით ვეგეტარიანელებს ნამდვილად შეუყვარდებათ

1470

ეს უგემრიელესი კერძია, ვეგეტარიანელებს აუცილებლად მოეწონებათ და შეუყვარდებათ.

ტოფუ – სოიის პროდუქტია. უწოდებენ, “სოიის ხაჭოსაც”. ამზადებენ სოიის რძისგან. აქვს ნატურალური გემო.

მოდით, ერთად მოვამზადოთ ეს უგემრიელესი ომლეტი.

დაგვჭირდება: 

ბოსტნეულისთვის:

  • 1 ს.კ. წყალი
  • 2 ს.კ. სოიის საწებელი
  • 1 ჩ.კ. სახამებელი
  • 1 ჩ.კ. თეთრი ღვინო
  • 120 გ ტოფუ
  • 75 მლ (5 ს.კ.) მიწის თხილის ზეთი
  • 60 გ მშრალი მინის ატრია
  • 50 გ ხახვი
  • 100 გ ქორფა ისპანახი
  • 6 მწვანე ხახვი
  • 250 მლ (1 ჭ) ბოსტნეულის ბულიონი
  • 3/4 ჩ.კ. მარილი
  • 100 გ (2 ჭ) ლობიოს ღივები

ომლეტისთვის:

  • 3 კვერცხი
  • 1 ს.კ. წყალი
  • 1 ჩ.კ. სახამებელი
  • 2 ს.კ. მიწის თხილის ზეთი

მომზადების წესი:

  1. ბოსტნეული: წყალი, 1 ს.კ. სოიის სახამებელი, სახამებელი და თეთრი ღვინო დიდ ჯამში შეურიეთ. ტოფუს კუბები მარინადში კარგად ამოავლეთ და 10 წთ დატოვეთ.
  2. დაუმატეთ 1 ს.კ. ზეთი. თბილ წყალში 10 წთ დამბალი და გადაწურული ატრია დატეხეთ.
  3. დაჭერით ხახვი და ისპანახი.
  4. დიდ ვოკში 3 ს.კ. ზეთი გააცხელეთ. ტოფუს კუბები 3 წთ შეწვით, განუწყვეტლივ ურიეთ. გადაიღეთ.
  5. იმავე ზეთში ხახვი და ისპანახი ოდნავ მოთუთქეთ. ისინიც გადაიღეთ.
  6. 1 ს.კ. ზეთი დაუმატეთ და ახლა მწვანე ხახვი მოშუშეთ. დაუმატეთ ბრინჯის ატრია, ბოსტნეულის ბულიონი, დარჩენილი 1 ს.კ. სოიის საწებელი მოცულობაში მოიკლებს. შემდეგ ლობიოს ღივები დაუმატეთ. შუშეთ კიდევ 3 წთ და ტოფუიანი მასა შეურიეთ.
  7. ომლეტი: კვერცხს წყალი, სახამებელი და მარილი დაუმატეთ და კარგად ათქვიფეთ.
  8. ზეთი დიდ ტაფაში გააცხელეთ. შეწვით ომლეტი.
  9. გადაიტანეთ ლანგარზე და ზედ ბოსტნეული დაალაგეთ. სუფრაზე ცხელი მიიტანეთ.