ოდესური ბორში, რომელიც ხასხასა წითელი გამოდის

2903

დღეს ჩვენ მოვამზადებთ ოდესურ ბორშს. რა არის ამ კერძის მომზადების საიდუმლო? პასუხი: იდეალური რეცეპტი და კარგი ხასიათი. დღეს ამ უგემრიელეს კერძს ერთად მოვამზადეთ, მოდით დავიწყოთ ვეღარ ვითმენ!

ინგრედიენტები

  • 2 სტაფილო
  • 2 ხახვი
  • 2 სუფრის კოვზი დაჭრილი მწვანილი
  • 4-5 კბილი ნიორი
  • დაფნის ფოთოლი
  • 2 წითელი ტკბილი წიწაკა
  • 1კგ საქონლის მკერდი
  • 4 საშუალო კარტოფილი
  • 2 ოხრახუშის ძირი
  • 0,5 სუფრის კოვზი ძმარი
  • მარილი
  • 2 დიდი ჭარხალი
  • პომიდვრის პასტა
  • 5-7 მარცალი შავი წიწაკა
  • 500გ ჭარხალი
  • 150გ მარილიანი ლორი

მომზადება

1.გარეცხეთ ხორცი და მოათავსეთ ღრმა ქვაბში. დაასხით 3ლ წყალი. წამოადუღეთ, მოაშორეთ ქაფი და მოაყარეთ მარილი. დაუმატეთ შავი და სურნელოვანი წიწაკა. მოხარშეთ ხორცი 1,5-2 საათი. მომზადებული ხორცი დაჭერით და დააბრუნეთ ბულიონში.

2.გაასუფთავეთ ჭარხალი და გახეხეთ. აიღეთ ტაფა, მასზე მოათავსეთ 50გ წვრილად დაჭრილი ლორი. დაუმატეთ ჭარხალი, ძმარი და 1-2 სუფრის კოვზი ხორცის ბულიონი. მოთუშეთ ჭარხალი დარბილებამდე დაახლოებით 15-20 წუთი. დაუმატეთ პომიდვრის პასტა და კარგად მოურიეთ.

3.დაჭერით კარტოფილი,ტკბილი წიწაკა, 0,5 კომბოსტო. ხორცს დაუმატეთ კარტოფილი, წიწაკა და კომბოსტო. 5-10 წუთის შემდეგ მოაყარეთ მოთუშული ჭარხალი. დაჭერით სტაფილო, ხახვი, ოხრახუში. მოთუშეთ ნოლსნეული ლორში, მოურიეთ, დაელოდეთ დაახლოებით 5-7 წუთი. მოთუშული მასაც მოათავსეთ ქვაბში, მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე.

4.ფაფის კონსესტენცია მიეცით ლორს, ნიორს და მწვანილს. მიღებული დაუმატეთ ბორშს დაფნასთან ერთად. აადუღეთ, გადმოიტანეთ ცეცხლიდან და დაელოდეთ 10 წუთი.

5.ბორშს ძალიან უხდება არაჟანი. შეგიძლიათ მეტი სიმწარე დაუმატოთ წვნიანს.

გემრიელად მიირთვით!